ობობების უმეტესობა ღია ცის ქვეშ ბინადრობს, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებსაც ადამიანთან ერთჭერქვეშ ცხოვრება ურჩევნიათ. ასეთი ობობები ზიანს არ გაყენებენ, პირიქით - ანადგურებენ პატარა მწერებს, მაგრამ მათი ქსელი და გამრავლების პერსპექტივა არცთუ ისე სახარბიელოდ ჟღერს.
როგორ მოვიშოროთ ობობა
თუ სახლში ბევრი ობობა გაჩნდა, ე.ი. იპოვეს კვების მუდმივი წყარო. ამიტომ უნდა გამოავლინოთ, მათ გარდა კიდევ რომელმა მწერებმა დაიდეს ბინა თქვენს სახლში და მოაწყოთ შტურმი.
საამისოდ შხამ-ქიმიკატების გამოყენება საჭირო არ არის. არსებობს მარტივი საშუალება, რომელიც 2 წამში გაგათავისუფლებთ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან.
პიტნის ეთერზეთი - ყველაზე პოპულარული საშუალებაა ობობებთან ბრძოლაში. მწერები ამ სურნელს ვერ იტანენ! ნატურალური საშუალების მოსამზადებლად 100 მლ წყალში გახსენით 2-5 წვეთი პიტნის ეთერზეთი, ჩაასხით პულველიზატორიან ბოთლში და დაამუშავეთ კარ-ფანჯრებისა და ოთახის ყველა კუთხის ღრიჭო. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-3 დღეში და მალევე შენიშნავთ, რომ "სტუმრები" ახალი მყუდრო სახლის საპოვნელად გაეშურნენ.