დღესასწაულის წინა დღეებში თითქოს ყველამ პირი შეკრა, ყველგან საგიჟეთი სუფევს: მაღაზიებში - რიგები, სახლში - აურზაური, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მოაგვაროთ და კარგი განწყობაც შეინარჩუნოთ?..
1.საჩუქრები
საჩუქრების საყიდლად გაემგზავრეთ სამუშაო დღეს, დილის საათებში (სამსახურიდან ცოტა ხნით დაეთხოვეთ), მანამდე ჩამოწერეთ, ვის რა გსურთ, რომ აჩუქოთ. მთავარია, ყიდვის პროცესმა სიამოვნება მოგანიჭოთ და არ გაგაწამოთ.
2. დაგვიანების გარეშე
თუ წვეულებაზე დაგპატიჟეს და არავის არ იცნობთ, მიდით ცოტათი ადრე, გაეცანით სტუმრებს. წინასწარ მოიფიქრეთ საუბრის თემა. სტუმრები საერთო ინტერესებით ჯგუფდებიან და ერთ-ერთს შეურთდით.
3. სუფრის გაშლა? მარტივად!
საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას ნუ აიღებთ. ზოგიერთი კერძი შეგიძლიათ შეუკვეთოთ, მზა იყიდოთ. თითოეული კერძის ქვეშ დადეთ საახალწლო წერილი, მისალოცი ბარათი, შემატეთ დღესასწაულს ჯადოსნურობა.
4. გადაანაწილეთ ვალდებულებები
რომ არ დაიღალოთ, საქმეები ოჯახის წევრებსაც გადაუნაწილეთ. პატარებიც დაასაქმეთ. ბავშვებმა შეიძლება მინი კონცერტი მოაწყონ, უფროსებისთვის გასართობი კონკურსები მოიგონონ.
5. წვეულება ახლობლებისთვის
მოერიდეთ უსიამოვნებას და ისეთი სტუმრების დაპატიჟებას, რომლებსაც ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ. ისაუბრეთ ისეთ თემებზე, რომლებიც კონფლიქტში არ გადაიზრდება. თუ თქვენს ოჯახში სიგარეტს არ ეწევიან, სტუმრებს სთხოვეთ, მოსაწევად სადარბაზოში გავიდნენ, რათა არამწეველ სტუმრებს დისკომფორტი არ შეუქმნან.
6. ახალი ნაცნობები
გახსოვდეთ, მოსაუბრე პირველმა უნდა დატოვოთ. ეს გაუღვიძებს თქვენთან საუბრის ინტერესს.
7. დაგეგმარება
სტუმრებს გაუგზავნეთ საახალწლო მისაწვევები. რომლებსაც, ბავშვების დახმარებით, თავადვე დაამზადებთ.
8. დიდი წვეულება
თუ უცხო გარემოში მოხვდით და არავის იცნობთ, არსებობს თემები, რომლებზეც ყველასთან შეგიძლიათ საუბარი: ამინდი, საყვარელი ქალაქი, ბავშვები, ტელეგადაცემები, წიგნები...
9. მუსიკა
სწორად შერჩეული მუსიკა დღესასწაულს გაგილამაზებთ. ისეთი კომპოზიციები შეარჩიეთ, რომლებიც ყველას მოსწონს. უმჯობესია, რაიმე რიტმული და საახალწლო ჩართოთ.
10. კარგი მოსაუბრე
იყავით ღიმილიანი, აგრძნობინეთ ადამიანს მის მიმართ კეთილგანწყობა. მაგალითად, ფრაზით: `დარწმუნებული ვარ, გსმენიათ..." ასე დააინტერესებთ მოსაუბრებს. როცა მას საუბარში აიყოლიებთ, არ დაგავიწყდეთ დროდადრო თავის დაქნევა, ეს მიახვედრებს, რომ ეთანხმებით და საუბარი დაგაახლოებთ.