კეიპ-ტრანსფორმერი გახლავთ ნივთი, რომელიც თითოეული ქალის გარდერობში უნდა იყოს. ეს გახლავთ ერთდროულად პრაქტიკული და შესაკერად იოლი სამოსი - საჭიროა სულ რაღაც 3-საათიანი სამუშაო, მაგრამ ვისაც რაიმე შეხება ჰქონია კერვასთან, უფრო ადრეც დაასრულებს.
მოსასხამის თარგი
სეზონის მიხედვით განისაზღვრება მოსასხამის ქსოვილის დიამეტრი. საშუალო სიმყარის ქსოვილი 50% შალსა და 50% პოლიესტერს შეიცავს და ეს ოპტიმალური ვარიანტია. 42-46 ზომისთვის და 170 სმ სიმაღლისთვის დაგჭირდებათ 155X140 სმ.
ასე გამოიყურება თარგი. ქსოვილი კარგად გააუთოვეთ.
გამოჭრა უფრო გაგიადვილდებათ, თუ თარგსა და ქსოვილს შუაზე გაკეცავთ.
პრაქტიკულად, დასრულებულია! უბრალოდ, დაამუშავეთ ნაჭრის კიდეები საკერავი მანქანით ან ხელით ამოახვიეთ.
დარჩა მხოლოდ ქამრის შერჩევა. შეგიძლიათ გამოჭრათ იმავე ქსოვილისგან ფართო ზოლი და შეკეროთ ქამარი, ან გამოიყენოთ ტყავის ნებისმიერი ქამარი.
მოსაცმელი, ფაქტობრივად, ზომის გარეშეა: ნებისმიერი ტიპის სხეულზე შესანიშნავად გამოიყურება.