გაზაფხული ის დროა, როცა ზამთრის ნივთები უნდა შეინახოთ. მაგრამ მთავარია, იცოდეთ წესები.
- სამოსის გარდერობში შენახვამდე ჯერ გამოწმინდეთ უჯრები და თაროები.
- შალის ნივთები დააფასოეთ ცალკე პაკეტებში, რათა მათ არ აიღონ სხვა ნივთების სუნი და იქ არ შეაღწიოს ჩრჩილმა. ჩაუდეთ მიხაკი ან ლავანდა.
- სამოსის ჩრჩილისგან დასაცავად გამოგადგებათ საპონიც, რომელსაც თაროებზე განალაგებთ.
- ქურქები და პალტოები ჯერ ქიმწმენდაში უნდა გაწმინდოთ და მერე ჩამოკიდოთ გარდერობში. სასურველია სპეციალურ ქსოვილის კონტეინერებში.
- თეთრი ფერის ქურთუკები რომ არ გაგიყვითლდეთ, მოათავსეთ ლურჯი ფერის ჩამოსაკიდ კონტეინერებში.
- სინთეტიკური ქურთუკები გარეცხეთ, გააშრეთ და პაკეტებში მოათავსეთ.
- ფეხსაცმელები მუყაოს ყუთში შეინახეთ. ლაკის ფეხსაცმელი და ჩექმა მოათავსეთ კოლჰოტში და ისე.
- ხელოვნური ბუმბულის ("სინტიპონი") ქურთუკი ვაკუუმიან პაკეტებში მოათავსეთ. სასურველია, ჰაერი მაქსიმალურად გამოდევნოთ, რომ პაკეტმა ნაკლები ადგილი დაიკავოს. ქურთუკზე არ დაგავიწყდეთ ელვის ბოლომდე შეკვრა.
- ყველა ზედმეტი ნივთი მოათავსეთ მუყაოს ყუთებში და ისე შეინახეთ, რომ შემოდგომის ბოლომდე არ შეგაწუხოთ.