ალბათ, დამეთანხმებით, რომ ოჯახში დიასახლისებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნიკას სარეცხის მანქანა წარმოადგენს.
ხარისხიანი მანქანის ყიდვისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. აუცილებელია, თქვენი სარეცხის მანქანა თქვენს ოჯახზე იყოს მორგებული, ამავე დროს, იყოს ხარისხიანი და გამძლე. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი სარეცხის მანქანის შეძენა გსურთ ან გაინტერესებთ, როგორ მოუაროთ უკვე არსებულს, გამოცდილი ხელოსნის, ბატონი ბეჟან ბუცხაშვილის რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ, საუკეთესო ხარისხის მანქანა შეიძინოთ.
- მეცამეტე წელია, ტექნიკის მაღაზიის ერთ-ერთ სერვისცენტრში, სარეცხის მანქანებზე ვმუშაობ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი კარგი მანქანა შემოდის ბაზარზე. ძალიან კარგი, გამოცდილი მანქანებია "ბეკო", "სამსუნგი", "ელ-ჯი", მაგრამ როგორი კარგიც უნდა იყოს მანქანა, ხელის შეწყობა აუცილებლად სჭირდება. უმეტესად გადატვირთვის გამო ბევრი სარეცხის შეყრის გამო გამოდის მანქანა მწყობრიდან - რა წონაც უწერია, იმაზე მეტი არ უნდა გაარეცხინოთ და აუცილებლად კარგად შეისწავლოთ ინსტრუქცია, სანამ მანქანას აქტიურად გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, ყველა ნაწილი იცვლება, შესაძლებელია შეკეთება, მაგრამ ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული.
- რა განსხვავებაა ძვირიან და იაფფასიან მანქანებს შორის?
- პირველ რიგში, განსხვავებაა ხარისხში. მანქანები არის ჩინური, თურქული, რუსული და ა.შ. სულ ახლახან შემოვიდა მანქანები, რომლებსაც ჩამონტაჟებული აქვთ საშრობი - როცა რეცხვის პროგრამას დაასრულებს მანქანა, ჩაურთავ გაშრობის პროგრამას და სრულად აშრობს სარეცხს. ანუ სარეცხის გაფენა და გაშრობა აღარ უნდა, პირდაპირ მანქანაში შრება. ხარისხიანი მანქანები არის გაუმჯობესებული ძრავებით და ამ დროს ქარხანა იძლევა ათწლიან გარანტიას და არის ძალიან ხარისხიანი მანქანები.
- ყველაზე ხშირად რა აფუჭებს მანქანას? რა უნდა გაითვალისწინოს დიასახლისმა, რომ მანქანა მალე არ გაფუჭდეს? გაგრძელება