20 რჩევა ბებოს სკივრიდან, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება!
20 რჩევა ბებოს სკივრიდან, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება!
1. თუ გსურთ, რომ გაიგოთ, გამოცხვა თუ არა ცომი, ჩაარჭეთ მასში წვეტიანი ხის ჩხირი. თუ ჩხირი მშრალი იქნება, ნიშნავს, რომ ნამცხვარი მზად არის და მისი ღუმელიდან გამოღება შეიძლება.

2. თუ აპირებთ ცომში ქიშმიშის დამატებას, გაავლეთ ქიშმიში ცხელ წყალში და შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ქიშმიში თანაბრად განაწილდება ცომში.

3. მაკარონი, ბრინჯი ცუდად იხარშება რძიან სუპში. ამ პრობლემას იოლად გადაწყვეტთ, თუ მანამდე ბურღულეულს ან მაკარონის ნაწარმს მარილიან წყალში მოხარშავთ.

4. არასდროს ჩატოვოთ დაფნის ფოთოლი წვნიანში! ხარშვისას ის არომატს სძენს კერძებს, თუმცა, შემდეგ გემოს გაუფუჭებს.

5. იმისათვის, რომ ლობიო, ბარდა უფრო სწრაფად მოიხარშოს, ხარშვის პროცესში ყოველ 5-10 წუთში დაუმატეთ 1 ს/კ ცივი წყალი.

6. თუ სალათში უმი ხახვის დამატებაა საჭირო, ძალიან წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ საწურში და დაასხით მდუღარე. ის დაკარგავს სიმწარეს და ბევრად გემრიელი იქნება.

7. თუ ბოლოკს გახეხავთ და რამდენჯერმე ცივ წყალში გაავლებთ, მას აღარ ექნება მწკლარტე გემო.

8. ბოსტნეულის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაყოფი არ იყოს ძალიან დიდი ზომის. ასევე, კომბოსტოს არ უნდა ჰქონდეს ხასხასა მწვანე ფერის ფოთლები. ეს ნიტრატების არსებობაზე მიუთითებს!

9. ომლეტი განსაკუთრებით გემრიელი და ფუმფულა გამოვა, თუ მასში ცოტაოდენ საფუარს დაუმატებთ.

10. თუ ნამცხვარს ან ბისკვიტს ქაღალდი მიეკრო ძირზე, დაიჭირეთ ორთქლზე. ხოლო თუ ნამცხვარს ფორმიდან ვერ იღებთ, შეფუთეთ რამდენიმე წუთით სველ პირსახოცში ან დადგით ცივი წყლით სავსე ქვაბზე.

11. იმისათვის, რომ გარკვეული სახეობის ყველის ნაწარმი დაჭრისას არ დაიფხვნას, დანას თხელი ფენა პერგამენტის ქაღალდი შემოახვიეთ.

12. რძიანი ფაფა უფრო გემრიელი და სასარგებლო იქნება, თუ ბურღულეულს და რძეს ცალ-ცალკე მოხარშავთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეურევთ ერთმანეთში. ასე რძე შეინარჩუნებს ამინომჟავებს.

13. მოხარშული ხორცი რომ არ გამოშრეს, დააფარეთ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი, მხოლოდ ძალიან ნუ შეახვევთ, რათა უჰაერო სივრცეში პროდუქტი
მალე არ გაფუჭდეს.

14. კატლეტების გაკეთება გადაწყვიტეთ და აღმოჩნდა, რომ კვერცხი არ გაქვთ? გამოიყენეთ კარტოფილის სახამებელი (250 გ ფარშზე - 1/2 სუფრის კოვზი).

15. თუ წყალში, რომელშიც თევზს ხარშავთ, რძეს დაუმატებთ, თევზის არასასიამოვნო სუნი გაქრება და ის უფრო გემრიელი გამოვა.

16. ბლინების გამოცხობამდე ტაფა გულდასმით გახეხეთ მსხვილი მარილით.

17. ნიგვზიანი ტორტი კიდევ უფრო ნაზი და ჰაეროვანი გამოვა, თუ ცომში გახეხილ ვაშლს დაუმატებთ.

18. იმისათვის, რომ ფენოვანი ნამცხვარი ხილის შიგთავსით უკეთ გამოცხვეს, ცომის ქვედა ფენა რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ.

19. პურის გამოცხობა გადაწყვიტეთ, ცომი ამოვიდა და ღუმელი ჯერ მზად არ არის? ცომმა ამოსვლა რომ არ განაგრძოს, გადააფარეთ კარგად დანამული ქაღალდი.

20. ცომი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ კარგი შესახედიც უნდა იყოს. ამისათვის დაუმატეთ გაქნილი უმი კვერცხის გული. ხოლო თუ ცოტაოდენ ჯინჯერის (კოჭა) ფხვნილს დაუმატებთ, ცომი არაჩვეულებრივად არომატული იქნება.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14:18 / 16-10-2017
შენ მას იცნობ: იცი, რომ ჭამს ხშირად ნაყინს; ისიც იცი, რომ ყოველთვის სალათას არ უკვეთავს რესტორანში; ერთი სიტყვით, თავს არაფრით იზღუდავს. გაინტერესებს, რატომ არ სჭირდება მას დიეტა? მას თავისი საიდუმლოებები აქვს და აი, ისინიც:
11:12 / 16-10-2017
კანისა და თმის მოვლა ჩვეულებრივი პროდუქტების მეშვეობით არის შესაძლებელი. მაგალითად, თაფლისა და მანანის ბურღულის დახმარებით.
10:39 / 16-10-2017
ამ ხელმისაწვდომ და იაფ საშუალებას სხვადასხვა მიზნისთვის ხშირად იყენებენ: სახლის დალაგებიდან დაწყებული, დიეტით დამთავრებული, მაგრამ ჩვენ სრულიად ახალი მეთოდები უნდა გაგიმხილოთ.
12:40 / 10-10-2017
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი?
11:10 / 02-10-2017
ალერგოლოგ-იმუნოლოგი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ, შემოდგომაზე რომ არ გავცივდეთ, არ ვახველოთ და ტემპერატურა არ აგვეწიოს.
11:51 / 12-09-2017
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უმალვე მოისურვებთ წყლის გაყინვას! ჩვეულებრივ ყინულს საოცრებების ჩადენა შეუძლია. ყველასათვის ცნობილია კოსმეტიკურ ყინულზე, რომელსაც კანის გასაწმენდად იყენებენ. ხრიკები, რომლებსაც გთავაზობთ, ისეთივე პოპულარული არ არის, მაგრამ ძალიან ეფექტურია!
11:49 / 11-09-2017
ის, რაც ახალგაზრდობაში გიხდებოდათ, ასაკში - თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს.
10:27 / 07-09-2017
საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა. ის ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრ ავტომფლობელს ჯიბეს უცარიელებს.
12:45 / 28-08-2017
საყოფაცხოვრებო რჩევები არასოდეს არის ზედმეტი. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაგროვებთ გამოცდილებას და გადავცემთ მას თაობებს. ეს კი ძალიან ამარტივებს ცხოვრებას.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ განვაახლოთ ძველი ნივთები - 11 ლაიფჰაკი
11:11 / 16-10-2017
ტყავის ჩანთებიტყავს უწინდებურ სისუფთავეს ჩვეულებრივი სველი ხელსახოცი დაუბრუნებს.
მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა
16:38 / 06-10-2017
მსოფლიოში ცნობილი ადამიანების ცხოვრება შორიდან იდეალური და ჩვენი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებული ჩანს.
ნუ გადაყრით ძველ ქილებს - მათგან უამრავი საჭირო ნივთის დამზადებას შეძლებთ!
11:24 / 05-10-2017
რკინის ქილების გადაყრას ნუ იჩქარებთ, მათგან ორიგინალური და რაც მთავარია, გამოსადეგი ნივთების დამზადება შეიძლება, რაც ინტერიერსაც გაგილამაზებთ და შინ წესრიგსაც დაგიმყარებთ.
მარტივი ხრიკი საპნის მეშვეობით - უნაკლოდ სუფთა და პრიალა სარკის ზედაპირი!
11:42 / 03-10-2017
დაბინდული სარკე – ბევრი ჩვენგანისთვის ნერვების მომშლელი პრობლემაა. როცა აბაზანაში ორთქლი და სინესტეა, სარკე ისე იორთქლება, რომ რაც უნდა წმინდო, მაინც არაფერი შველის...
საოცარი დეკორაციები გოგრით, რომლის გაკეთებასაც თავად შეძლებთ!
14:46 / 27-09-2017
ყველაზე სასარგებლო, გემრიელი და ლამაზი ბაღჩეულის სეზონი დადგა! მისგან უამრავი კერძისა და დესერტის მომზადებაა შესაძლებელი. გოგრისგან მომზადებული გემრიელობების რეცეპტი უამრავია...
12 ჰობი, რომელიც  თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის
13:52 / 23-09-2017
ჰობი - საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.
10 ნივთი, რომელთა გარეცხვისაც სარეცხის მანქანაში ტყუილად გეშინოდათ
15:50 / 21-09-2017
ნუ ნერვიულობთ, ბალიშებს, ნოხებსა და კედებს არაფერი მოუვათ. ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გარეცხოთ და არ გააფუჭოთ.
20 იდეა, თუ როგორ უნდა განაახლოთ ინტერიერი ორაკალების მეშვეობით
14:11 / 21-09-2017
ორაკალი (წებოვანი ქაღალდი) ძალიან ხელმისაწვდომი და იაფი საშუალებაა. ის ბევრნაირი ფერის და ფაქტურის არსებობს.
არ გადაღვაროთ ყავის ნალექი - ჩვენ მისი გამოყენების 15 საოცარ ხერხს გასწავლით
11:15 / 20-09-2017
როგორც კი ყავის სმას მოვრჩებით, ნალექს, ბუნებრივია, ვღვრით. არადა, ამის გაკეთება არ ღირს - ყავას საოცრებების მოხდენა შეუძლია. ყავის ნალექი ოჯახში ნამდვილი განძი ყოფილა. ეს ხერხები ამას ადასტურებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31