ბევრ დიასახლისს არ უყვარს უთოობა, მაგრამ თუ გიწევთ, ეს 6 მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
1. თეთრეულის დაუთოებისას გაითვალისწინეთ, რომ ქსოვილი ნამიანი უნდა იყოს. გამოიყენეთ პულივიზატორი, ან ხელით დანამეთ ქსოვილი.
2. თავდაპირველად, სანამ უთო მაქსიმალურად გაცხელდება, გააუთოეთ დელიკატური ქსოვილები, შემდეგ უკვე მკვრივი და სქელი ქსოვილები.
3. შალის და აბრეშუმის ქსოვილს სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება. დააუთოეთ ფრთხილად და აკურატულად.
4. თუ თანამედროვე უთო გაქვთ მასში შეგიძლიათ ონკანის წყალიც ჩაასხათ. სხვა შემთხვევაში, უპირატესობა მიანიჭეთ ადუღებულ ან გაფილტრულ წყალს.
5. ყოველი გამოყენების შემდეგ უთო უნდა გაწმინდოთ. რათა მომავალში იდეალურად მოგემსახუროთ.
6. უთოში დარჩენილი წყალი უნდა გადაღვაროთ და წყლის კონტინერი ამოამშრალოთ.