ჩაის ტილოებიდან ჩამჯდარი ლაქების ამოყვანა - ნამდვილი ტანჯვაა. ამისათვის ხანდახან ბებიების ნაცად მეთოდს, გამოხარშვასაც კი მივმართავთ ხოლმე.
დიასახლისებო, გვინდა გაგახაროთ და ერთი იდეალური მეთოდი გასწავლოთ. ჩაის ტილოებიდან ლაქები იდეალურად ამოდის მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით.
"მინი-შპარგალკა" დიასახლისებისთვის
1. იმისათვის, რომ ჩაის ტილოებმა უწინდებური სიქათქათე დაიბრუნოს, აიღეთ სარეცხის საპონი და პოლიეთილენის პარკი.
2. ჩაალბე წყალში ჩაის ტილო და წაუსვი კარგად საპონი.
3. შემდეგ მოათავსეთ ჩაის ტილო პარკში, არ გამოკვანძოთ.
4. მოათავსეთ პარკი მიკროტალღურ ღუმელში. ჩართეთ საშუალო სიმძლავრეზე და გააჩერეთ პარგი მიკროტალღურ ღუმელში 1,5 წუთი.
5. შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ ღუმელიდან. გამოიყენეთ მაშა, რათ არ დაიწვათ ხელები.
6. გაავლეთ ჩაის ტილოები წყალში და დატკბით ქათაქათა და გაახლებული ჩაის ტილოებით.
რჩევები:
არ შეიძინოთ სამზარეულოსთვის ხაოიანი პირსახოცები, რადგან ისინი სწრაფად ჭუჭყიანდება და ამასთან, გარეცხვის შემდეგ დიდხანს შრება.
გამოიყენეთ ბამბის ან ვაფლის ტექსტურის ჩაის ტილოები, ისინი მარტივადაც ირეცხება და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
როცა საჭმელს ამზადებთ, გამოიყენეთ მუქი ან ფერადი ქსოვილის ჩაის ტილო, რათა ნაკლებად დაეტყოს ლაქები. იმისათვის, რომ ნაკლებად დასვაროთ ისინი, დაიბანეთ ცხიმიანი ხელები და შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და არა ჩაის ტილოთი.
გამოცვალეთ ჩაის ტილო კვირაში მინიმუმ 2 -ჯერ, რათა არ მიიყვანოთ ისინი კრიტიკულ მდგომარეობამდე.
გამოიყენეთ რამდენიმე ჩაის ტილო: ერთი - ჭურჭლისთვის, მეორე - ცხელი ქვაბებისთვის, მესამე - სუფრისთვის, მეოთხე- ხელების გასამშრალებლად.
როგორ გავასტერილოთ ქილები მიკროტალღურ ღუმელში?
მიკროტალღური ღუმელის სხვა დანიშნულებით გამოყენების 12 მეთოდი