ჩვენ მივეჩვიეთ ამ რაღაცების სულ სხვაგვარად გაკეთებას. როდესაც ძალიან მაგარი კულინარიული ხრიკები იცი, შეგიძლია თავი აარიდო ზედმეტ თავისტკივილს.
1. სოუსის ნარჩენები
იხილეთ ვიდეო: სამზარეულოს მარტივი ხრიკები, რომლებსაც ხშირად გამოიყენებთ
კერძის მომზადების შემდეგ თუ ცოტაოდენი სოუსი დაგრჩათ, შეგიძლიათ გაყინოთ ყინულის ფორმებში და შემდეგ მომზადებაზე დაუმატოთ, მაგალითად, პასტაში.
2. ციტრუსის წვენი
უამრავ რეცეპტს სჭირდება ციტრუსის წვენი, ყველაზე ხშირად ლიმონის და ლაიმის. წვენის მაქსიმალურად გამოსაწურად, ჯერ გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ნაყოფი. ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
3. ყველის თხელი ნაჭრები
ყველის თხლად დასაჭრელად, კარგად უნდა მოინდომოთ ან გამოიყენოთ ბოსტნეულის სათლელი.
4. ხმელი მწვანილი
თუ კერძის მომზადებისას მწვანილი მოგრჩათ, მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით, შემდეგ ჰერმეტულ პარკში. შეგიძლიათ შემდეგში თამამად გამოიყენოთ.
5. კოვზი ქვაბში
კერძის მომზადებისას კოვზი ქვაბში რომ არ ჩაგივარდეთ, უბრალოდ შემოახვიეთ თავზე რეზინი.
6. მურაბიანი ქილები
რეზინის გამოყენების კიდევ ერთი ხერხი: რთულად გასახსნელი ქილისთვის.
7. საჭრელი დაფა
საჭრელმა დაფამ მაგიდაზე რომ არ ისრიალოს, დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცი და დააფინეთ მაგიდაზე.
8. სპაგეტი ასანთის ნაცვლად
თუ შინ ასანთი არ დაგრჩათ, არადა, სასწრაფოდ რომანტიკული გარემო უნდა მოაწყოთ არომატული სანთლების მეშვეობით, გამოიყენეთ სპაგეტი.
9. ხახვის კუდები
ხახვის დაჭრისას ცრემლები რომ არ წამოგვივიდეს, გაფცქვენით, მაგრამ დაუტოვეთ კუდი. ამგვარად იოლად დაჭრით და შემდეგ მოაცილებთ კუდებს.
10. ქათქათა ბრინჯი
იდეალურად ქათქათა ბრინჯის მოსახარშად, ჩაყარეთ ბრინჯი მხოლოდ მდუღარე წყალში. მეორეც, დაამატეთ წყალში რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.