1. თუ გსურთ, გაიგოთ, გამოცხვა თუ არა ცომი, ჩაარჭეთ მასში ხის წვეტიანი ჩხირი.
თუ ჩხირი მშრალი იქნება, ნიშნავს, რომ ნამცხვარი მზად არის და მისი ღუმლიდან გამოღება შეიძლება.
2. თუ აპირებთ ცომში ქიშმიშის დამატებას, გაავლეთ ქიშმიში ცხელ წყალში და შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ქიშმიში თანაბრად განაწილდება ცომში.
3. მაკარონი, ბრინჯი ცუდად იხარშება რძიან წვნიანში. ამ პრობლემას იოლად გადაწყვეტთ, თუ მანამდე ბურღულეულს ან მაკარონს მარილიან წყალში მოხარშავთ.
4. არასდროს ჩატოვოთ დაფნის ფოთოლი წვნიანში! ხარშვისას ის არომატს სძენს კერძებს, შემდეგ კი გემოს უფუჭებს.
5. იმისთვის, რომ ლობიო და ბარდა უფრო სწრაფად მოიხარშოს, ხარშვის პროცესში ყოველ 5-10 წუთში 1 ს/კ ცივი წყალი დაუმატეთ.
6. თუ სალათაში უმი ხახვის დამატებაა საჭირო, ძალიან წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ საწურში და დაასხით მდუღარე. ის დაკარგავს სიმწარეს და ბევრად გემრიელი იქნება.
7. ომლეტი განსაკუთრებით გემრიელი და ფუმფულა გამოვა, თუ მას ცოტაოდენ საფუარს დაუმატებთ.
8. ბოსტნეულის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაყოფი არ იყოს ძალიან დიდი ზომის; ასევე, კომბოსტოს არ უნდა ჰქონდეს ხასხასა მწვანე ფერის ფოთლები. ეს ნიტრატების არსებობაზე მიუთითებს!
9. თუ ბოლოკს გახეხავთ და რამდენჯერმე ცივ წყალში გაავლებთ, მას აღარ ექნება მწკლარტე გემო.
10. თუ ნამცხვარს ან ბისკვიტს ძირზე ქაღალდი მიეკრო, დაიჭირეთ ორთქლზე. ხოლო თუ ნამცხვარს ფორმიდან ვერ იღებთ, შეფუთეთ რამდენიმე წუთით სველ პირსახოცში ან დადგით ცივი წყლით სავსე ქვაბზე.
11. იმისათვის, რომ ზოგიერთი სახეობის ყველის ნაწარმი დაჭრისას არ დაიფშვნას, დანას პერგამენტის ქაღალდის თხელი ფენა შემოახვიეთ.
12. კატლეტების გაკეთება გადაწყვიტეთ და აღმოჩნდა, რომ კვერცხი არ გაქვთ? გამოიყენეთ კარტოფილის სახამებელი (250 გ ფარშზე - 1/2 სუფრის კოვზი). განაგრძეთ კითხვა