ჭურჭელს ოდითგანვე არაერთი ტრადიცია უკავშირდება. დიასახლისი მის სისუფთავეზე იყო მუდამ პასუხისმგებელი. ეზოთერიკა ჭურჭლის რეცხვას ეგოიზმსა და ცუდი განზრახვების "ჩამორეცხვას" უკავშირებს.
თეფშებისა და ჭიქების რეცხვა ბედნიერებისა და ფინანსური კეთილდღეობის მიზიდვას უტოლდება. ღამით გაურეცხავი ჭურჭლის დატოვება ღია კარის მსგავსია, რომლიდანაც სიმდიდრე სწრაფად გადის.
ყოველი ადამიანის სახლში თავისი, განსაკუთრებული ენერგეტიკა სუფევს. ის ოჯახის თითოეული წევრის ენერგეტიკისგან შედგება.
საკვების მიღება - ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელია და ნიშნები, რომლებიც ჭურჭელს უკავშირდება, არცთუ ისე უსაფუძვლოა.
რა თქმა უნდა, დადიხართ სტუმრად და თავადაც იღებთ სტუმრებს. ხანდახან ეს მხოლოდ ჩაის სმაა, ხანდახან კი - ნამდვილი ნადიმი.
მდიდრული სუფრის შემდეგ დახვავებული ჭუჭყიანი ჭურჭელი რჩება და ასეთ მომენტებში დამხმარეს ინატრებ. მაგრამ როდესაც ასეთი ვინმე გამოჩნდება, უმჯობესია, თავაზიანად უთხრათ უარი.
ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი კი - სახლში ენერგეტიკული ბალანსის დაცვაა. ჭურჭელსა და ოჯახს შორის მჭიდრო კავშირი უცხო ადამიანის ჩარევას ვერ იტანს.
ყველაზე ახლო მეგობარი და ნათესავიც კი, რომელიც ჭურჭლის გარეცხვაში გეხმარება, საშიშროებას წარმოადგენს ოჯახის ჰარმონიისთვის. ზოგს სჯერა ასეთი ნიშნების, ზოგსაც - არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამის ნიადაგზე ვინმესთან კამათი არ ღირს.
ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ყველაზე უბრალო მოდელიც კი გარეცხავს ჭურჭელს თქვენ ნაცვლად.
ყველაფერი კარგად რომ იყოს, ეცადეთ, თავადვე მიხედოთ ჭურჭლის სისუფთავეს. ნუ ანდობთ ოჯახის წევრების ბედნიერებას სხვას.