ალბათ, არაერთხელ დარწმუნებულხართ, რომ უამრავ ნივთს აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. და დღეს საუბარია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი არადანიშნულებისამებრ. დარწმუნებულები ვართ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე აღარ გადაყრით ძველ კბილის ჯაგრისებს.
ყველასათვის ცნობილია, რომ კბილის ჯაგრისი ძნელად მისაღწევ ადგილებს იოლად წმენდს, მაგრამ შესაძლებელია უფრო მოსახერხებლად გამოყენებაც: გაატარეთ ცეცხლში 2 წამით, გაღუნეთ და მზადაა!
კაფელის ნაკერებიდან ობის მოსაშორებლად, მიამაგრეთ ბურღის თავზე კბილის ჯაგრისი, მოჭერით ისე, რომ მხოლოდ ჯაგრისის თავი დარჩეს. ჯაგრისი იდეალურად გაწმენდს დაბინძურებულ ადგილებს იოლად და სწრაფად.
კბილის ჯაგრისი შესანიშნავია მოცულობითი ვარცხნილობის შესაქმნელად და ურჩი თმის დასავარცხნად. უბრალოდ, მოასხით ჯაგრისს თმის ლაქი ან გელი.
საქსოვი სახელურებით უფრო მოსახერხებელია, თვითონ ქსოვს და ხელებიც არ დაგეღლებათ. ძველი საქსოვი ჩხირი გაატარეთ ცეცხლში და მიამაგრეთ ძველი კბილის ჯაგრისი.
ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯაგრისი წარბებისა და წამწამების დასავარცხნად ან თმის შესაღებად.
რედაქციის რჩევა
თუ კბილის ჯაგრისის კოსმეტიკური მიზნებისთვის აპირებთ გამოყენებას, მოახდინეთ მისი დეზინფექცია. საამისოდ გამოიყენეთ ნებისმიერი ანტიბაქტერიული სპრეი.
თუ გსურთ, გამოიყენოთ ჯაგრისი ისეთი ნაზი დეტალების გასაწმენდად, როგორიცაა ფენის ფილტრი ან ტელეფონის დინამიკი, დაარბილეთ ჯაგრისი: მოათავსეთ 2 წუთით მდუღარე წყალში.
და კიდევ, კბილის ჯაგრისი იოლად ფცქვნის ახალ კარტოფილს!