სიახლე ხელსაქმის მოყვარულთათვის - სად შევიძინოთ საუკეთესო მასალები ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად?
სიახლე ხელსაქმის მოყვარულთათვის - სად შევიძინოთ საუკეთესო მასალები ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად?
თუ წლების წინ ძვირად ღირებული ქარხნული ნივთები ფასობდა, ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელნაკეთ ნივთებზე აკეთებს აქცენტს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება კრაფტი - სხვადასხვა სახის მასალა ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად.

ახალგაზრდები დიდი გულმოდგინებით ცდილობენ, დაამზადონ ხელნაკეთი სამკაულები, დეკორაციები სახლისთვის და სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთები.

კრაფტით შექმნილი ნივთები საუკეთესო საჩუქარია. დარწმუნებული იყავით, რომ ამ შემთხვევაში მეგობარსა თუ ნათესავს თქვენნაირ საჩუქარს ვერავინ გაუკეთებს. ის იქნება ერთადერთი ნივთი და ამავდროულად, საკუთარი ხელითა და დიდი ემოციით გაკეთებული.

გარდა იმისა, რომ კრაფტით გაკეთებულ ნივთებს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, ის ადამიანების ცხოვრებაზე მეტად პოზიტიურ გავლენას ახდენს. ხელსაქმე ამშვიდებს ნერვებს, ადამიანს პოზიტიური ენერგიით ავსებს და უფრო მოტივირებულს ხდის. საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები მის შემქმნელს სტიმულსა და თავდაჯერებულობას მატებს.

გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, იზრდება იმ ადგილების რაოდენობაც, სადაც კრაფტს შეიძენთ. ცოტა ხნის წინ კრაფტის კუთხე გაიხსნა "ბიბლუსი გალერეაშიც". ეს ადგილი, განსაკუთრებული ასორტიმენტის გარდა, იმითაცაა გამორჩეული, რომ კრაფტის სპეციალისტები მომხმარებელს ადგილზევე ასწავლიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. მათგან მიიღებთ კვალიფიციურ რჩევებს იმის შესახებ, თუ რომელი მასალა როგორ უნდა გამოიყენოთ.

კრაფტის სპეციალისტის, ხატია მჭედლიშვილის განმარტებით, ისინი პერიოდულად ვიდეოგაკვეთილებსაც შესთავაზებენ მომხმარებელს.



რა მასალებს სთავაზობთ მომხმარებელს და რა ნივთების დამზადებაა შესაძლებელი მათი გამოყენებით?

გვაქვს ძალიან ლამაზი ქაღალდები, საღებავები, შტამპები საღებავებისთვის, მოზაიკები, ხელსაწყოები, რომლითაც სხვადასხვა ფორმის დეტალების გაკეთებაა შესაძლებელი. მთავარია ფანტაზია და მონდომება, არჩევანი კი საკმაოდ დიდია. ამ მასალების გამოყენებით შესაძლებელია როგორც სახლის დეკორაციების, ისე სამკაულების გაკეთება. მაგალითად, მოზაიკებს ხშირად სკივრების გასაფორმებლად იყენებენ, საღებავებსა და შტამპებს - სხვადასხვა სამოსის გასაფორმებლად. ქაღალდებით კი დეკორაციებს აკეთებენ ხოლმე. სამკაულების გასაკეთებლად ნამდვილად უამრავ მასალას ვთავაზობთ მომხმარებელს.

თქვენ თუ ეხმარებით მომხმარებლებს სასურველი ნივთების შექმნაში?


ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა
You must have Flash Player installed in order to see this player.
შეგვიძლია. "ბიბლუსი გალერეაში", კრაფტის კუთხეში ხშირად ვაკეთებთ სხვადასხვა ნივთს და ამ პროცესის ყურება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩვენ თავადაც შევქმნათ ნივთები, რომლებსაც შემდეგში გავყიდით კიდეც.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მზარდი მოთხოვნისა და დაინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეოგაკვეთილების გაკეთებას ვაპირებთ. პირველი ვიდეო უკვე გადაღებულია. აღნიშნული გაკვეთილებით დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლით, როგორ გამოიყენონ ესა თუ ის მასალა. მივაწვდით იდეებს, თუ რა ნივთების გაკეთება შეუძლიათ. მაქსიმალურად ვეცდებით, უამრავ ადამიანს გაუჩნდეს ხელსაქმის კეთების სურვილი და ამით გარემო და ზოგადად, ცხოვრება გაილამაზოს. ამისთვის კი უამრავ საინტერესო მასალას ვთავაზობთ.



ბოლო პერიოდში ხელსაქმეს მართლაც უამრავი ადამიანი უთმობს თავისუფალ დროს. საინტერესო ნივთების საკუთარი ხელით შექმნა მეტად აქტუალური გახდა. სასურველი ნივთის შექმნაში კი "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში არსებული მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნამდვილად დაგეხმარებათ.


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:10 / 20-07-2017
არ იცით რით გაართოთ ბავშვები არდადეგებზე? კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს კონტეინერი დაგეხმარებათ!
16:58 / 13-07-2017
წიგნების კითხვა ნებისმიერ სეზონზე, წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია და როგორც ბოლო წლების კვლევებიც გვიჩვენებს, მსოფლიოში წიგნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.
13:48 / 12-07-2017
ალბათ, არაერთხელ დარწმუნებულხართ, რომ უამრავ ნივთს აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. და დღეს საუბარია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი არადანიშნულებისამებრ. დარწმუნებულები ვართ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე აღარ გადაყრით ძველ კბილის ჯაგრისებს.
12:33 / 10-07-2017
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს და ხშირად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშები თინეიჯერებისთვის საკმაოდ დიდ საცდურს წარმოადგენს,
11:00 / 06-07-2017
„ყველამ კარგად ვიცით, რა ბიჭიც იყო ბატონი რეიმონდი - დიდი სათვალე, თეთრი თმა და ოდნავ მარცხნივ გადახრილი ღიმილი“ - ამბობს 17 წლის ლუკა ქირია.
13:08 / 03-07-2017
1. თუ გსურთ, გაიგოთ, გამოცხვა თუ არა ცომი, ჩაარჭეთ მასში ხის წვეტიანი ჩხირი.
14:25 / 28-06-2017
სწავლის დასრულების შემდეგ მშობლების საზრუნავი მხოლოდ კურორტების არჩევა როდია.
12:46 / 27-06-2017
საინტერესო თავგადასავალი, რომელიც უფრო ჭკვიანსა და საინტერესო ადამიანს გხდით - ეს კითხვაა. ოჯახში ყოველთვის ცდილობენ, ბავშვს კითხვა პატარაობიდანვე შეაყვარონ.
17:28 / 15-06-2017
თბილისში, ჭავჭავაძის შემდეგ "ბიბლუსი გალერეა" უკვე საბურთალოზე, კანდელაკის 7 ნომერში, გაგარინის მოედანზე იხსნება.
15:09 / 07-06-2017
1. ბრინჯმა სითეთრე რომ შეინარჩუნოს, ხარშვის დროს ცოტაოდენი ძმარი დაუმატეთ.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
თვალისმომჭრელი ბზინვარება - როგორ გავაპრიალოთ უჟანგავი ლითონის ნიჟარა ფქვილით
11:00 / 14-08-2017
ყველა კარგი დიასახლისი ოცნებობს, რომ მისი სამზარეულო იდეალური იყოს და სისუფთავისგან ბრწყინავდეს. ამიტომაც ყველაზე ხშირად სხვადასხვა ზედაპირის გაწმენდისას ძვირად ღირებულ და აგრესიულ საშუალებებს იყენებენ.
ტოპ-10 ყველაზე საჭირო ნივთი სახლის დასალაგებლად, შეამოწმეთ, ყველა გაქვთ თუ არა
11:07 / 11-08-2017
სახლს ყოველდღიურად ვალაგებთ. გვსურს, რომ ეს პროცესი სწრაფად დავასრულოთ და უარყოფითი ემოციები არ აღგვიძრას.
მეზობელმა აგარაკზე ძველი ქოლგები მიიტანა... ცოტა ხანში ეზოს ვერ იცნობდით
13:06 / 08-08-2017
ზაფხულში ადამიანები აგარაკებს სულ უფრო ხშირად სტუმრობენ და ცდილობენ, ეს ადგილი რაც შეიძლება ლამაზად მოაწყონ.
რისი გამოწვევა შეუძლია ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს - მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა
14:57 / 07-08-2017
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა.
6 სახლის საქმე, რომელთა გაკეთებაც ორსულთათვის კატეგორიულად დაუშვებელია!
13:14 / 03-08-2017
ბავშვის დაბადებამდე ყველაფრის დალაგების უკონტროლო სურვილი ხშირად იპყრობს მომავალ დედებს. თუმცა გადაჭარბება არ ღირს, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში.
ლაქების ამოყვანის ყველაზე უტყუარი მეთოდები
12:09 / 02-08-2017
ლაქებთან ბრძოლის საიდუმლოებები.
პატარა სისუსტეები: ვარსკვლავების 5 უცნაური ჰობი
14:22 / 29-07-2017
"ვარსკვლავებიც" ადამიანები არიან და მათაც აქვთ ჰობი. თუმცა, ზოგს მეტად უჩვეულო...
8 ყველაზე ბინძური ნივთი, რომელსაც ყველდღიურად იყენებთ, როგორ უნდა გაწმინდოთ ისინი
13:52 / 21-07-2017
მათ ყველდღიურად ვიყენებთ, თუმცა, არ ვიცით, რა საფრთხე გვემუქრება ბინძური ნივთებისგან.
აი, რის გაკეთებას შეძლებთ კვერცხის ჩასადები მუყაოს კონტეინერისგან
11:10 / 20-07-2017
არ იცით რით გაართოთ ბავშვები არდადეგებზე? კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს კონტეინერი დაგეხმარებათ!
დაწვით კბილის ჯაგრისი და სახლისთვის ძალიან სასარგებლო ნივთს მიიღებთ
13:48 / 12-07-2017
ალბათ, არაერთხელ დარწმუნებულხართ, რომ უამრავ ნივთს აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. და დღეს საუბარია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი არადანიშნულებისამებრ. დარწმუნებულები ვართ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე აღარ გადაყრით ძველ კბილის ჯაგრისებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31