სულ მცირე მიგნებაა საჭირო იმისთვის, რომ ცხოვრება გაიმარტივოთ და გაილამაზოთ.
- ტიტა ან მსგავსი, რბილღეროიანი ყვავილი, ლარნაკში კარგად რომ იდგეს, წვენის საწრუპ ჩხირში მოათავსეთ მისი ღერო და ისე ჩადეთ ვაზაში.
- ლარნაკში ყვავილები დიდი ხნით შეინარჩუნებენ სილამაზეს, თუ წყალში მწიკვ შაქარს დაუმატებთ.
- ძველი კარადის თაროს თუ არ გადააგდებთ, გაახალისებთ და კედელზე დაამაგრებთ, მასში და მასზე უამრავ ნივთს შეინახავთ.
- თუ როუტერის ყურება ნერვებს გიშლით, ძველი წიგნის ყდაში ჩადეთ.
- თუ ასანთით რამდენიმე სანთელი გაქვთ ასანთები, ცეცხლი ჯერ სპაგეტის ჩხირზე მოუკიდეთ და შემდეგ აანთეთ ყველა სანთელი.
- დამტენები და გადამყვანები მაგიდაზე ქაღალდის საჭერით დაამაგრეთ.
- ყველა შარფს კომპაქტურად მოათავსებთ ერთად, თუ საკიდზე სააბაზანოს ფარდის მრგვალ საკიდს დაამაგრებთ და მასზე შარფს შემოახვევთ.
- ადუღებისას, ქვაბში, სადაც კვერცხს ხარშავთ, ცოტა სოდა ჩაყარეთ და კვერცხის კანი ადვილად გაიფცქვნება.
- ანტისტეპლერი დაგეხმარებათ, ბრელოკზე დამატებითი გასაღები დაამატოთ და არ მოიტეხოთ ფრჩხილი.
- ზღვიდან ჩამოტანილ, პლაჟზე შეგროვებულ მინის ნატეხებს ლამაზად მოათავსებთ მინისავე პატარა ქილაში, რომელსაც წინასწარ მოხსნით ეტიკეტებს.
- პერანგის ღილზე უშნოდ გამოშვერილი ძაფი უფერული ლაკით დაამაგრეთ.
- ღებვის დროს, საღებავის წვეთები აქეთ-იქით არ მიეწუწება, თუ საღებავის ქილაზე რეზინს დაამაგრებთ და ფუნჯს მასზე გაწმენდთ.
- ქვაბის ხუფი კარადის კარზე მიამაგრეთ, თაროზე მეტი ადგილი დაგრჩებათ.
- თუ ელვა ცუდად იკვრება, რბილგულიანი ფანქრით დაამუშავეთ.
- უჯრაში სამოსი ჰორიზონტალურად არ ჩააწყოთ, ვერტიკალურად მოათავსეთ, რათა კარგად დაინახოთ ყველა ნივთი.