კარგი ჭურჭელი იაფი არ ღირს და ჩვენ, რაღა თქმა უნდა, გვსურს, რომ ის დიდხანს გვემსახუროს.
მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ თავად ვსპობთ ჭურჭელს და არასწორი გამოყენებით ის სწრაფად ფუჭდება. აი, 10 სიტუაცია, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება სამზარეულოში.
1. ტაფას ცივ წყალს ვასხამთ
არასოდეს მოიქცეთ ასე. ტემპერატურის ძლიერი ცვალებადობის გამო "თერმული შოკი" ხდება, ეს კი ტაფის ფსკერზე ბზარების გაჩენას იწვევს.
2. მეტისმეტად ვაცხელებთ ჭურჭელს
გამოიყენეთ მხოლოდ საშუალო ან ნელი ცეცხლი, რადგან სიმხურვალე მსგავს ზედაპირს დროთა განმავლობაში აფუჭებს და ის მავნე ნივთიერებების გამოყოფას იწყებს, რაც ჯანმრთელობას ავნებს.
3. ვამატებთ მარილს ცივ წყალში
შეგიმჩნევიათ უჟანგავი ლითონისგან დამზადებულ ქვაბზე თეთრი წერტილები, რომლების გარეცხვაც შეუძლებელია? ეს გახლავთ მარილი, რომელსაც ცივ წყალში ვყრით მაკარონის მოხარშვისას, მაგალითად. მარილი ცუდად იხსნება ცივ წყალში და ილექება. ჩაყარეთ ის ადუღებულ წყალში.
4. ვალბობთ თუჯისა და ხის ჭურჭელს
მსგავსი მეთოდი ხის ჭურჭელს ალპობს, თუჯის ჭურჭელზე კი ინგრევა დამცავი ფენა და ის იჟანგება.
5. ვიყენებთ ქვის ან შუშის საჭრელ დაფებს
ეს ძალიან მოდურად გამოიყურება, მათი გარეცხვა იოლია, მაგრამ მსგავსი საჭრელი დაფები აბლაგვებს დანებს.
6. ვამზადებთ მჟავე საკვებს ალუმინის ქვაბში
არასოდეს მოიქცეთ ასე, რადგან მჟავა რეაქციაში შედის რკინასთან და აფუჭებს კერძის გემოს.
7. არასწორად ვუვლით ანტიმიწვის საფარის მქონე ჭურჭელს
ასეთი ჭურჭლის გარეცხვისას არ გამოიყენოთ მეტალის სპონჟები და საწმენდი პასტები. ისინი უბრალოდ კაწრავს მასალას.
8. არასწორად ვწმენდთ თუჯს
ნუ გამოიყენებთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს, რადგან საპონი სპობს ცხიმს, თუჯი კი ცხიმის თხელი დამცავი ფენით არის დაფარული.
9. არასწორად ვინახავთ ჭურჭელს
დანა-ჩანგლები და სამზარეულოს სხვა საგნები იოლად ფუჭდება ერთმანეთთან შეხებით. ამიტომ მოათავსეთ ისინი ქაღალდის ან სამზარეულოს ხელსახოცზე.
10. ნუ ენდობით ბოლომდე ჭურჭლის სარეცხ მანქანას
გაფუჭებული ნივთების უსასრულო სია ჩნდება მეტისმეტად მაღალი ტემპერატურის გამო ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ამიტომ გამოიყენეთ ის თეფშებისა და ჭიქებისთვის, სხვა დანარჩენი კი ხელით გარეცხეთ.