სახლში უამრავ ნივთს ვინახავთ. უკვე დროა, ზოგიერთი გადაყაროთ.
1. საწოლის ჯიბეებიანი სათავსი
მტვრისა და ჭუჭყის ბუდეა, რომელსაც ყოველ საღამოს სუნთქავთ.
2. ნამიანი პირსახოცი
კარგად უნდა გააშროთ. გარეცხოთ სამ დღეში ერთხელ.
3. მოუხერხებელი ფეხსაცმელი
უმჯობესია, გააჩუქოთ, ვიდრე ფეხები დაგამტვრიოთ.
4. ცუდი სუნის მქონე ფეხსაცმელი
მათში ბინადრობს ბაქტერიები, რომლებიც შეიძლება სხვა ფეხსაცმელსაც მოედოს.
5. სუვენირის ჭიქა და კათხა
მოგონებები კარგია, მაგრამ ისინი მტვრის ბუდეა.
6. ფორმადაკარგული ბიუსტჰალტერი
ვეღარ ჩაიცვამთ და რისთვის ინახავთ?..
7. ვიწრო ჯინსი
თუ შარშან ვერ ეტეოდით, წელსაც ვერ ჩაიცვამთ. ნუ შეინახავთ სამოსს, რომელიც არ გეტევათ.
8. ცალი წინდები
რისთვის ინახავთ?.. ახლები შეიძინეთ, თითოები კი გადაყარეთ.
9. ძველი დისკები
თუ მუსიკას დისკებით უსმენთ, კი, მაგრამ თუ არა, გადაწერეთ კომპიუტერში, რისთვის ინახავთ?
10. ბაღის ძველი ხელთათმანი
საშიშიცაა მისი გამოყენება. შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს.
11. ვადაგასული სუნელები
ისინი 2-3 წელი ინახება, კაკალი ქინძი, შავი პილპილი - 4 წლამდე.
12. ძველი კოსმეტიკა
ტუში და ლაინერი 3 თვე ინახება, პომადა და ტუჩის მბზინვარე საცხი - ორ წლამდე.
13. ძველი ბლოკნოტები
გადაიტანეთ საჭირო ინფორმაცია ტელეფონში და გადაყარეთ.
14. გატეხილი ქოლგა
გადააგდეთ.
15. ძველი კონტეინერები
შეცვალეთ ახლებით.
16. ძველი ღილები
აღარ გამოგადგებათ.
17. ძველი თოჯინები
გადაყარეთ, მით უმეტეს, თუ მათი იერი გაშინებთ.
18. ჰობის ნივთები
თუ რამეს არ იყენებთ, გადაყარეთ.
19. საოჯახო მაისური
ვის ესიამოვნება თქვენი დანახვა ნახვრეტიან მაისურში? გადაყარეთ. მასვე მიაყოლეთ ფორმადაკარგული თმის რეზინა.
20. ნახატები და ყვავილები
ურნისთვის უნდა გაიმეტოთ საბავშვო ნახატები და გამხმარი თაიგულები.