ყველაზე სასარგებლო, გემრიელი და ლამაზი ბაღჩეულის სეზონი დადგა! მისგან უამრავი კერძისა და დესერტის მომზადებაა შესაძლებელი. გოგრისგან მომზადებული გემრიელობების რეცეპტი უამრავია...
ჩვენ გაჩვენებთ იდეებს, რომლის შემდეგაც გოგრას მომზადებამდე ისე გაჭრით, რომ შემდგომ მისგან ულამაზესი დეკორაციები გააკეთოთ!
გოგრის დეკორაციები საკუთარი ხელით!
მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გოგრა ვაზის მაგივრად გამოიყენოთ. ამისათვის, უნდა მოაჭრათ გოგრას თავი მაქსიმალურად თანაბრად, ამოუღოთ რბილობი, შემდეგ ჩაასხათ მასში წყალი ან ჩადოთ სპეციალური, წყლით გაჟღენთილი ღრუბელი. ასეთ იმპროვიზებულ ვაზაში ყვავილები დიდხანს ცოცხლობს.
აი, გოგრისგან გაკეთებული კომპოზიციების საოცარი იდეები.
1. ასეთი კომპოზიციით წარმოდგენილი ყველაზე მოკრძალებული ყვავილებიც კი დიდებულად გამოიყურება.
2. ამ კომპოზიციაში გოგრის თავსახურიც დეკორის როლს ასრულებს.
3. ეს კომპოზიცია თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულს გახდის.
4. გოგრა შესანიშნავი ვაზაა ცოცხალი შემოდგომის ყვავილებისთვის. ამისათვის საკმარისია გამოშიგნოთ რბილობი. ასეთი კომპოზიციები დაამშვენებს საბანკეტო დარბაზს, საქორწინო მაგიდებს და სახლის მიმდებარე ტერიტორიასაც.
5. ეს მისტიკური დეკორის იდეა მართლაც მომნუსხველია.
6. თეთრი გოგრებიც არსებობს! იშვიათი, მაგრამ ძალიან შთმბეჭდავი სახეობა. ასეთ თეთრ ვაზაში შეგიძლიათ გააკეთოთ საქორწინო ყვავილების თაიგული, ვინტაჟური ან ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილების კომპოზიციები სახლისთვის.
7. ამის შემოქმედი მართლაც კარგად გარჯილა. უბრალოდ ნახეთ, რამხელა ფანტაზია და შრომაა მასში ჩადებული!
8. ამ ბუკეტზე რას იტყვით?
9. პატარა გოგრები კი შეგიძლიათ შანდლებად აქციოთ.
10. ასევე, გოგრა შეგიძლიათ ხილის ვაზადაც გამოიყენოთ.
11. გოგრისგან ვაზის გაკეთება შემდეგი მეთოდით არის შესაძლებელი: მოაჭერით გოგრას თავი, ამოაცალეთ რბილობი, შემდეგ კარგად ამოაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
ამის შემდეგ კი მოათავსეთ მასში შესაფერისი ზომის მინის ვაზა, რკინის ქილა ან პლასტიკატის თავმოჭრილი ბოთლი.
რედაქციის რჩევა: აქვე გთავაზობთ უგემრიელესი, განსხვავებულად შემწვარი გოგრის რეცეპტს, რომელიც გემრიელია, როგორც ცხელი, ასევე ცივიც!