წვეულების შინ მოწყობას ერთი უარყოფითი ნიუანსი ახლავს - სტუმრები შენს საცხოვრებელში უნდა შეუშვა.
ეს ნიშნავს, რომ ნივთები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და უცხო თვალისთვის განკუთვნილი არაა, უნდა შეინახოთ. ხოლო სააბაზანოში, პირსაბანთან, დამატებითი ხელსახოცი ჩამოჰკიდოთ.
როგორი საყვარლებიც უნდა იყვნენ სტუმრები მოსვლის დროს, ზედმეტს მაინც დალევენ. მოიმარაგეთ სამედიცინო აფთიაქი - აქტივირებული ნახშირი და ასპირინი.
სტუმრებს ხშირ-ხშირად შესთავაზეთ წყლის დალევა. წყალი დაიცავს მათ ორგანიზმს ალკოჰოლის ნეგატიური ზემოქმედებისგან.
შინ წასვლამდე ჩაიწერეთ სტუმრების ბინის ნომრები, რომ მოგვიანებით დაურეკოთ და გაიგოთ, მივიდნენ თუ არა შინ.
კერძების მომზადების პარალელურად, გასართობზეც იფიქრეთ, რათა არავინ მოიწყინოს და თავი მობილურებსა და სმარტფონებში არ ჩარგონ.
უმჯობესია, შინ დიდი ხნის მეგობრები მოიწვიოთ, რომლებიც ერთმანეთს არ სცემენ და არ იჩხუბებენ.
ხოლო თუ კომპანიაში უცხო ადამიანებიც უნდა დაპატიჟოთ, ისინი სუფრასთან ისე დასვით, რომ "მეზობლებთან" საერთო ინტერესები აკავშირებდეთ.
ეტიკეტის 10 წესი, რომელსაც ყოველდღე ვარღვევთ