სხვა მწერებისგან განსხვავებით ყურთან არ ბზუის და არ იკბინება, მაგრამ პროდუქტსაც აფუჭებს და სამოსსაც. თუმცა, ჩრჩილის განადგურების მეთოდიც არსებობს.
ჩრჩილი ორი სახეობისაა. ერთი, რომელიც ნატურალურ ქსოვილს, ქურქს, ზოგჯერ კი ავეჯს ემტერება. მეორე ბურღულეულს, ჩირს, თხილს, ორცხობილას და ზოგჯერ შოკოლადის კანფეტებსაც კი.
სამწუხაროდ, უნდა გადაყაროთ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ჩრჩილი გაუჩნდა. სამოსი მაღალ გრადუსზე (ქსოვილისთვის ოპტიმალური) უნდა გარეცხოთ. თუ მანქანას გაშრობის სისტემა აქვს, გამოიყენეთ.
ორივე შემთხვევაში მტვერსასრუტით მოასუფთავეთ დაზიანებული ადგილები და სველი ჩვრით მოწმინდეთ თაროები, კედლები.
ჩრჩილის საწინააღმდეგო ქიმიურ პრეპარატებბს, განსაკუთრებით პროდუქტთან ნუ გამოიყენებთ. უმჯობესია, სამოსთან თაროებზე ლავანდა მოათავსოთ. სამოსი შეგიძლიათ ვაკუუმიან პაკეტებში შეინახოთ. პროდუქტები - ჰერმეტულსახურავიან მინის ქილებში. როგორც წესი ჩრჩილის კვერცხი პაკეტში უკვე მაღაზიაში ზის და იქიდან მოგყვებათ სახლში. ჩრჩილად გადასაქცევად კი ერთ კვირა სჭირდება.
ეცადეთ ხშირად მოასუფთაოდ მტვერსასრუტითა და სველი ჩვრით ის ადგილები სადაც პოტენციურად ჩრჩილის გაჩენის ალბათობაა.
სხვათა შორის, ჩრჩილი შეიძლება გაჩნდეს არამარტო სვიტერებსა და ქურქებში, არამედ, ანტიკვარულ ავეჯში, შალის ნოხებში, ნატურალურ ბეწვში, ფორტეპიანოს შიდა ნაწილში, ცხოველების ფიტულებსა და ძველებური თოჯინების თმაშიც კი.