ყვავილების ყიდვას და ჩუქებას დიდი მონდომება არ სჭირდება. სულ სხვაა საკუთარი ხელით დამზადებული თაიგული, რომელიც მარტივად გასაკეთებელი და ყველაზე ძვირფას საჩუქარზე ორიგინალურია.
მასტერ-კლასი ფოტოებით
დაგჭირდებათ:
- მრგვალი ვაზა-აკვარიუმი,
- მინის დეკორატიული კენჭები,
- დეკორატიული პეპლები,
- მავთული,
- "მონდლინოს რგოლი" (ფლორისტებთან მოიკითხეთ),
- წებო,
- დანა, მაკრატელი და სეკატორი,
- ვარდები და ნარცისები,
- ლიმონი,
- ბერგრასი - უხეში დეკორატიული ბალახი
დამზადება:
- ვაზაში მოათავსეთ მინის კენჭები, ჩაასხით წყალი, შიგნიდან მორთეთ დეკორატიული ბალახით.
- ლიმონი რგოლებად დაჭერით და წყალში მოათავსეთ.
- თაიგული შეკარით და მავთულით დაამაგრეთ.
- ჩადეთ ვაზაში და "მონდლინოს რგოლით" ფანტაზიის მიხედვით გააფორმეთ. თუ "მონდლინოს რგოლი" არა გაქვთ, მავთულს ფერადი ქაღალდი, სკოჩი შემოახვიეთ.
- დეკორატიული პეპლები (ისინი შეგიძლიათ ქაღალდისგანაც გამოჭრათ) მიაწებეთ "მონდლინოს რგოლს".
თქვენი ფლორისტული კომპოზიცია მზადაა. ასეთი ლამაზი თაიგულით დედასაც გაახარებთ და მეგობარსაც.