„სამყარო ისტორიებისგანაა შექმნილი და არა ატომებისგან“ - მურიელ რუკეისერი.
სწორადაა ნათქვამი, რომ ბედნიერება წვრილმანებშია. საკმარისია, საყვარელ ადამიანებთან გადაღებულ ფოტოებს თვალი შეავლო და უცებ იმ დღეების ნოსტალგიურ, თუმცა ტკბილი მოგონებების მოზღვავებას განიცდი.
ნამდვილი ბედნიერებაა, როდესაც დილით იღვიძებ და თვალწინ, კედელზე გხვდება ულამაზესი ხელნაკეთი დაფა, რომელსაც, კიდევ უფრო მეტად, ტკბილი მოგონებებით სავსე ფოტოები ამშვენებს. საკუთარ ოთახში ასეთი პატარა ბედნიერების კუთხის შექმნა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, რაშიც „გალერეა ბიბლუსის“ კრაფტის სპეციალისტები დაგეხმარებიან.