ტურისტები იშვიათად ხვდებიან ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს დიდ ნაგავსაყრელზე. სამაგიეროდ, მსოფლიოში ათასობით ადამიანს შეუძლია დაინახოს ნარჩენებზე გაცილებით მეტი, ერთი შეხედვით უბრალო, უსიამოვნო ადგილიდან.
ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ბრაზილიელ მხატვარს, ვიკ მუნისს.
კრეატიულად მოაზროვნე ხელოვანი ნაგვის მასალას თავისი ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს.
წარმოგიდგენთ ნამუშევრებს სერიიდან - „WASTE LAND”.
მისი მთავარი მიზანი არის, რომ საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს იმ პრობლემაზე, რომელიც ეხება სამხრეთამერიკულ, ნაგავში ჩაძირულ მეგაპოლისს.
ნამუშევრებში, სერიიდან - „WASTE LAND” შეგიძლიათ ამოიცნოთ ცნობილ კლასიკოს ხელოვანთა ფერწერები. მაგალითად, „მარატის სიკვდილი“, „მედუზა გორგონას გამოსახულება" და თვით ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
თავდაპირველად, როდესაც მხატვარმა ნამუშევრების შექმნა დაიწყო, იყენებდა არაქისის ზეთს, ყავას, ჩაის და სხვა სახის მასალებს, რომლებსაც სწორედ სანაგვეზე პოულობდა.
ვიკ მუნისის თითოეული ნახატი წარმოდგენილია მისი სამხატვრო სტუდიის სართულებიან კედლებზე.
ხელოვანი თავად უღებს ფოტოებს თავის ნამუშევრებს და ფოტოგრაფის როლსაც ირგებს.
მისი ნამუშევრები აღტაცებას მოგგვრით და ამავდროულად, უცნაურ განწყობასაც შეგიქმნით.
ნათია ხუნაშვილი