ადამიანი წყალს ყოველდღიურად მოიხმარს. მასთან ერთად ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს როგორც სასარგებლო, ისე მავნე ნივთიერებები, რაც მის გემოსა და სუნზეც აისახება.

დაბინძურებული წყალი სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას ახდენს და 30%-ით აჩქარებს დაბერებას. აი, რატომაა მნიშვნელოვანი მისი
1. შენახვა

ეს ტესტი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, არის თუ არა წყალში სხვადასხვა სახის მინარევი. ჩაასხით სუფთა, გამჭვირვალე ბოთლში წყალი. დალუქეთ და დადგით ბნელ ადგილას. თუ რამდენიმე დღის შემდეგ ბოთლის კედლებსა და ფსკერზე ნალექი შეამჩნიეთ ან წყლის ზედაპირზე ნალექია მოგდებული, წყლის ხარისხი ნამდვილად არაა კარგი. ის მეტალების მარილებითაა დაბინძურებული.
2. წამოდუღება

ამ მეთოდით გაარკვევთ, შეიცავს თუ არა წყალი მეტალებს დიდი კონცენტრაციით. სუფთა ჭურჭელში ჩაასხით წყალი და წამოადუღეთ. არ გადმოდგათ, ადუღეთ კიდევ 15 წუთი. გადმოდგით. 20 წუთი დაელოდეთ, სანამ წყალი შეგრილდება და ფრთხილად გადაღვარეთ. ნადები და ნადუღი ჭურჭლის კედელზე ცუდი მაჩვენებელია. თუ ნადების ფერი მონაცრისფროა, წყალში კალციუმის მაღალი შემცველობაა; თუ მოყვითალო-მოყავისფრო ფერი აქვს - რკინის შემცველობაა მაღალი.