უმეტესობა სამზარეულოს ხრიკი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბებიებისგან ვისწავლეთ. ზოგიერთი წარმატებით იყენებს დღემდე ამ ხრიკებს, ზოგი კი უბრალოდ მოძველდა და უარის თქმა მოგვიწია. სამზარეულოში სახეხი საკმაოდ კომფორტული ხელსაწყოა, რომელსაც ყველა ჩვენგანი აქტიურად იყენებს, თუმცა, როგორ გავხეხოთ ყველი თუნდაც ისე, რომ უხეში ფორმები არ მიიღოს და ლამაზად დაიჭრას სხვადასხვა კერძის შესაკმაზად? სწორედ ამიტომ ბებიების რეცეპტით ხდებოდა სახეხზე ზეთის წასმა.
როგორ წავუსვათ სახეხს ზეთი
- მანამ, სანამ ხილს გახეხავთ, სახეხს წაუსვით ზეთი. ამ შემთხვევაში მიღებული მასა იქნება ლამაზი ფორმის და შეუნარჩუნდება სიმთელე. ასევე არ დაგვავიწყდეს ის, რომ ფერიც დარჩება იგივე, ეს უკანასკნელი კი ვიზუალისთვის მნიშვნელოვანია.
- თითოეული ხილისა და პროდუქტისთვის სასურველია ზეთი თავიდან წაუსვათ სახეხს. უმჯობესია გამოიყენოთ საკონდიტრო ფუნჯი. გადაანაწილეთ ორივე მხარეზე და შეუდექით პროცესს. ზეთით დამუშავებულ სახეხზე პროდუქტი ბევრად მარტივად გაიხეხება.
- უშუალოდ მცენარეული ზეთი არ განაპირობებს გემოს ცვლილებას, თუმცა, თუკი მაინც არ გინდათ ზეთის გამოყენება, მაგალითად, ყველის გახეხვისას, შეგიძლიათ სახეხი წყლით დაასველოთ.
იცოდით ეს ხრიკი? იყენებთ თქვენს სამზარეულოში? გაგვიზიარეთ შედეგი!
წყარო: sovkusom