სახლში უამრავი ნივთი გროვდება, მათი მოთავსება კი ყველა დიასახლისის პობლემაა. სათავსოები, კარადები და უჯრები ყველაფერი მალე ივსება და ნივთები კვლავ გარეთ გვრჩება. იცოდით, რომ ინტერიერის დიზაინი ბევრს გასაქანს გაძლევს, შეგვიძლია პატარ-პატარა ხერხებით გარეთ დარჩენილი ნივთები მოხერხებულად მოვათავსოთ.
ნახეთ, 10 გასაოცარი ხრიკი თუ როგორ შევინახოთ ნივთები სახლში
სააბაზანოში ადგილის დასაზოგად ეს რკინის მარტვი კონსტრუქცია აუცილებლად გამოგადგებათ, ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება და ნივთები წყლისგან მოშორებითაც იქნება
რაღა დროს ღია თაროებია, ახლა მსგავსი ორიგინალური სათავსოების დროა, თან როგორი ტევადი და სადაა
კიდევ ერთი რკინის კონსტრუქცია, რომელიც ყველა სახლში უნდა იყოს. დაგვიჯერეთ, ამაზე მოხერხებული რამ არსად არ არსებობს
ქალბატონების მუდმივი პრობლემა ხომ ბევრი აქსესუარი და ნივთებია, საქაღალდე ამ პრობლემას მოგიგვარებთ
ეს ხერხი გეცოდინებათ, თუმცა ვინც არ იცის გეტყვით, რომ სათავსოებიანი საწოლი იდეალური საშუალებაა ძველი ტანსაცმლის ან ქურთუკების შესანახად
სამზარეულოში ქვაბების ადგილი არასდროს არის, ეს თხელი უჯრა ამ პრობლემას მოგიგვარებთ, უნდა სცადოთ
მაცივრის გვერდით თავისუფალ ადგილს ნუ დაკარგავთ და ქილების შესანახად გამოიყენეთ
ესეც თავსახურების სათავსო, მორიგი კრეატიული იდეა ადგილის დასაზოგად
ქალბატონებისთვის კიდევ ერთი ხრიკი,რომლითაც ადგილს ნამდვილად დაზოგავთ
საუთაო მაგიდა არასდროს ყოფილა ასეთი მოსახერხებელი, ესეც უნდა სცადოთ
წყარო:brightside.me