
ნახეთ რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ დავზოგოთ სივრცე სამზარეულოში

ადგილის დასაზოგად, კარადის შიგნით თაროები ჩამოჰკიდეთ. ეს ზედმეტი ნივთების დატევაში დაგეხმარებათ და ის ადგილი, რომელიც ამ ნივთების დასალაგებლად გჭირდებოდათ, დაგეზოგებათ.

დანა-ჩანგლის გადანაწილება სივრცის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამით უფრო თვალსაჩინოს გახდით ჭურჭელს და ბევრად მეტი

მარტო კარადების შიგნით ხომ არ ჩამოჰკიდებთ თაროებს, შეგიძლიათ თვითონ თაროზეც დაამაგროთ ის. ნახეთ, სუნელების და მსუბუქი, საჭირო ნივთების დასაწყობად იდეალურია.

კიდევ ერთი საშუალება სივრცის დასაზოგად, დადგით ნიჟარის თავზე და ერთი-ორი ნივთი აქაც შემოაწყვეთ. ადგილის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

ალბათ, ამ სტილის კალათებს ბევრ სახლში ნახავთ და დროა მის ჩამოკიდებაზე თქვენც იფიქროთ. იცით, რა კომფორტულია? თან ინტერიერს თავისებურად ალამაზებს.

ბოლო საშუალება სივრცის დასაზოგად, ჭკვიანური და მოსახერხებელია. მაცივრის გვერდით ეს თხელი უჯრა თითქოს არაფერია, თუმცა სამზარეულოში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
წყარო: www.housebeautiful.com