
ნახეთ, როგორ მოაშოროთ ცხიმი ტანსაცმლიდან
გამოიყენეთ სოდა

დააყარეთ სოდა იმ ადგილას, სადაც ცხიმია მისხმული და დატოვეთ 24 საათი. მეორე დღეს ამ სოდიან ადგილს დაასხით წყალში გაზავებული ძმარი და საპნიანი ჯაგრისით გახეხეთ. ცხიმი ტანსაცმლიდან აუცილებლად მოშორდება.
სცადეთ ცარცის გამოყენება

თუ ცხიმი არც ისე ძლიერია, ცარცი
დაასხით ცხიმს ჭურჭლის სარეცხი ჟელე

სანამ ცხიმი კარგად ჩაჯდება სამოსში, დაასხით ჭურჭლის სარეცხი ჟელე, დატოვეთ და რამდენიმე საათში კარგად გარეცხეთ. ეს ნაცადი ხერხი აუცილებლად გაამართლებს და ცხიმს მოაშორებს.
მანქანისთვის განკუთვნილი სპრეი თუ გაქვთ?

ეს ჯადოსნური სითხე WD-40-ია, რომელიც მანქანაზე ჟანგის მოსაშორებლად გამოიყენება, თქვენ კი ტანისამოსის გადასარჩენად გამოგადგებათ. დაასხით ის დაზიანებულ სამოსს, რამდენიმე საათი გააჩერეთ და გარეცხეთ.
წყარო: www.apartmenttherapy.com