მენსტრუაციული ციკლის დროს ქალბატონები სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფირმის საფენებს ხმარობენ და დღეს ქართულ ბაზარზე საფენების ფართო არჩევანი გვაქვს. მენსტრუაციული ციკლის გარდა შეგვიძლია საფენები სხვა დროსაც გამოვიყენოთ. ნახეთ 5 საიდუმლო - რაში შეიძლება გამოვიყენოთ ჰიგიენური საფენი
ფეხსაცმელში ჩასაფენი
ხშირად ზაფხულობით ქუსლიან ფეხსასცმელში ფეხი ოფლიანობს და სრიალებს, ყოველდღიური ჰიგიენური საფენი კი ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ, ოფლს შეიწოვს და ამ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.
შესაძლებელია, ჩვეულებრივ დაბალძირიან ფეხსაცმელშიც ჩააფინოთ ის და ზედმეტი ოფლიანობა ამ შემთხვევაშიც აირიდოთ.
ბიუსჰალტერის დამცავი
ხანდახან ბიუსჰალტერის მატერია ქალბატონებს მკერდს ტკენს, მოუხერხებელი ბიუსჰალტერი კი სიკვდილის ტოლფასია, ქალის ყოველდღიურ ჰიგიენურ საფენს ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია.
საფენი სანტავიკის ფუნქციასაც ითავსებს
თუ სანტავიკი არ გაქვთ, მაშინ ყოველდღიური საფენით ფეხზე ნატკენი ადგილის დაფარვა შეგიძლიათ, თან უმარტივესად.
საფენი თუ ბამბა?
ფრჩხილის ლაქს ბამბის გარდა ყოველდღიური ჰიგიენური საფენიც აშორებს, რადგან ისიც ბამბას შეიცავს და აცეტონს ჩვეუელბრივ იწოვს.
ჯადოსნური "ლაიფ ჰაკი"
ეს ხერხი ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რადგან ზაფხულში ჭარბი ოფლიანობის მოგვარება ერთი ჰიგიენური საფენით არის შესაძლებელი. ჩაიფინეთ საფენი მოსაცმელში, ის ოფლს მთლიანად შეიწოვს.
სათვალის დამცავი
როდესაც ერთ ჩასადებში ორი სათვალის ჩადება გვიწევს იმის საშიშროება დიდია, რომ რომელიმა გატყდეს ან დაიკაწროს, ჰიგიენურ საფენს ამ პრობელმის მოგვარებაც შეუძლია, პირდაპირ საოცრებაა.
წყარო: brightside.me