ხელსაქმე

„ბევრი წვალების შემდეგ დედამთილმა მასწავლა, როგორ გავწმინდო შუშები და იატაკი ისე, რომ ზოლები არ დარჩეს“

„ბევრი წვალების შემდეგ დედამთილმა მასწავლა, როგორ გავწმინდო შუშები და იატაკი ისე, რომ ზოლები არ დარჩეს“
მაღაზიაში შეძენილი იატაკის სარეცხი საშუალებები არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ გვსურს, რჩება ლაქები, ზოლები და ყველაფრის გაკეთება თავიდან გვიწევს. რაც შეეხება შუშებს, მისი საწმენდი სითხეები ხშირად არაეფქტურია და ზედაპირსაც კი აზიანებს. დედამთილისგან ვისწავლე 2 მარტივი ხერხი, რომლებიც ძალიან მეხმარება სახლის დალაგების პროცესში.

ფანჯრებისთვის მე, დაახლოებით, 5 ლიტრ წყალს ვუმატებ ნახევარ სუფრის კოვზ ჭურჭლის სარეცხ სითხეს. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ძმარმჟავა (70%) და კარგად აურიეთ. სუფთა ნაჭერი დაასველეთ მიღებულ სითხეში და გაწმინდეთ სარკისა და ფანჯრის ზედაპირები.
სრულყოფილად გაწმენდისთვის, ბოლოს სუფთა მშრალი ნაჭერიც გადაუსვით. ასეთ დროს, ფანჯრები დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავესა და სიპრიალეს.



იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში ფანჯრებს იშვიათად აღებთ, მტვერი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იქნება. იატაკიდან მის მოსაშორებლად ზოგი მტვერსასრუტს იყენებს, ზოგი წყალში ან სპეციალურ ხსნარში დასველებულ ნაჭერს. საუკეთესო გზაა, დაახლოებით 5 ლიტრ წყალში გააზავოთ იატაკის საწმენდი სითხე და გლიცერინი 25-25 გრამის ოდენობით. კარგად აურიეთ და გაასუთავეთ იატაკი. მალევე შეამჩნევთ, რომ იატაკი უფრო სუფთა და ბრწყინვალე გახდება.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93