ხელსაქმე

ამ მეთოდების წყალობით დამწვარ ტაფებს მომენტალურად ვასუფთავებ…

ამ მეთოდების წყალობით დამწვარ ტაფებს მომენტალურად ვასუფთავებ…
რა უნდა გააკეთოთ, თუ ტაფა დაგეწვათ? სპილენძის ან უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჭურჭლის კარგად გახეხვა შესაძლებელია ლითონის საფხეკით, მაგრამ ასეთი ხრიკი მინანქრის ტაფაზე არ გამოდგება.

თუ ტაფა ოდნავ დაიწვა, შეგიძლიათ გაწმინდოთ ჩვეულებრივი სუფრის მარილით. ჩაასხით ქვაბში ცხელი წყალი და მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ რამდენიმე საათი, რომ ჭვარტლი დარბილდეს. ხოლო თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, მარილის ხსნარი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ტაფა გაწმინდეთ ღრუბლით და ნებისმიერი სარეცხი საშუალებით.

დამწვარი ტაფის გადარჩენა შესაძლებელია სოდის დახმარებითაც. აავსეთ
ჭურჭელი თბილი წყლით და დაამატეთ 5სკ სოდა. გააჩერეთ 6-8 საათის განმავლობაში.

ასევე, ისეთი მჟავები, როგორიცაა ძმარი, ხელს უწყობენ ჭვარტლის მოშორებას. აავსეთ ჭურჭელი ძმრის წყალ-ხსნარით (ლიტრ წყალზე საჭიროა ერთი ჭიქა ძმარი). ქვაბი დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთი.

და ბოლოს, კოკა-კოლა კარგად უმკლავდება სხვადასხვა სახის დაბინძურებას, რადგან შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ფოსფორის მჟავას, ხოლო ნახშირორჟანგის ბუშტები მოქმედებენ როგორც კატალიზატორები. ქვაბს დააყარეთ სოდა და გააჩერეთ 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ დადგით გაზქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით კოკა კოლა და გაწმინდეთ.



ამის შემდეგ ტანსაცმელს სხვანაირად გარეცხვათ - საჭირო ინსტრუქცია დიასახლიებს

დიასახლისებო, ყურადღებით! 6 ცხოვრებისეული ხრიკი, რომელიც საქმის კეთებას შეგიმსუბუქებთ

10 რამ, რასაც სახლში სიღარიბე და უბედურება მოაქვს


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93