ასპირინს მარტო მედიცინაში კი არა ყოველდღიურ ცხოვრებაში და კოსმეტოლოგიაშიც იყენებენ. თუ მის სასარგებლო თვისებებზე ჯერ არ გსმენიათ, გაეცანით ამ სტატიას.
1. იმისათვის, რომ მოჭრილმა ყვავილებმა ვაზაში უფრო დიდხანს გაძლონ, წყალში ასპირინის ერთი აბი ჩააგდეთ.
2. თუ ქოთნის ყვავილებს ობი გაუჩნდათ, ამ შემთხვევაშიც ასპირინი დაგეხმარებათ. ერთი აბი ასპირინი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და პრობლემურ ადგილებზე მოასხურეთ.
3. ასპირინი სამოსიდან ოფლის ლაქებსაც აცილებს: 2 აბი ასპირინი ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით, მოასხურეთ სამოსის ოფლიან ადილებზე და 3 საათი გააჩერეთ. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივი წესით გარეცხოთ.
4. თუ ფეხებზე კოჟრები გაგიჩნდათ, მის მოშორებას ასპირინით შეძლებთ. ამისათვის 5-6 ცალი აბი დაფხვენით და ლიმონის წვენი შეურიეთ, ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ (თუ ძალიან სქელი მასა გამოგივიდათ ან ისევ ლიმონის წვენით, ან თბილი წყლით გააზავეთ). მიღებული მასა პრობლემურ ადგილზე წაისვით, ჯერ ქსოვილი დაიდეთ, შემდეგ პოლიეთილენის ნაჭერი შემოიხვიეთ და წინდა ჩაიცვით. 5-10 წუთის შემდეგ ასპირინით დარბილებული ადგილი შეგიძლიათ პემზით დაიმუშაოთ.
5. თუ კრაზანამ (ბზიკი) გიკბინათ, ნაკბენზე ჯერ წყალი დაისხურეთ, შემდეგ კი ასპირინის აბით დაიმუშავეთ.
6. ყველასათვის ცნობილია, რომ ქლორიანი წყალი (მაგალითად აუზზე) ცუდ ზეგავლენას ახდენს თმაზე. თუ თქვენ შეღებილი თმის ფერს უფრთხილდებით, აუზიდან ამოსულმა თმაზე ასპირინშერეული (6 აბი ერთ ჭიქა წყალზე) წყალი შეისხურეთ და მერე დაიბანეთ შამპუნით.
7. ასპირინისგან ნიღბების მომზადებაც შეგიძლიათ. მშრალი კანის მფლობელთათვის ნიღაბი ასპირინითა და არაჟნით შემდეგნაირად მზადდება ასპირინის 1-2 აბი ერთ სადილის კოვზ არაჟანში გახსენით. ვისაც ცხიმიანი კანი აქვს მან თაფლის ნიღაბი უნდა მოამზადოს: 1 აბი ასპირინი წყალში გახსენით, თხელი ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს. ორივე ნიღაბი სუფთა სახეზე უნდა წაისვათ. გაიჩერეთ 5-10 წუთი. 1-2 წუთის განმავლობაში კი მსუბუქად, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანში. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. საუკეთესეო შედეგის მისაღებად ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.
8. თუ ცხიმიანი სახის კანი გაქვთ და მაკიაჟის გაკეთების შემდეგ კოსმეტიკა სახეზე გედღაბნებათ, ასპირინი წყალში გახსენით და ტონიკივით გამოიყენეთ.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ასპირინი "სასწრაფო დახმარებასავითაა" და მისი გამოყენება მუდმივად არ შეიძლება.