გარდერობში აუცილებლად გექნება რამდენიმე ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც თეთრი ტყავით არის შეკერილი. 2-3 ჩაცმაში ასეთი ფეხსაცმელი ისე ისვრება, რომ მისი გაწმენდა ხშირად შეუძლებელი ხდება.
განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეს მეთოდი კედებზე, ბოტასებსა და ღია ფერის ტყავის ფეხსაცმელზე. სცადეთ! ფეხსაცმელი სრულიად გაახლდება.
დაგჭირდებათ:
წყალი;
ძველი კბილის ჯაგრისი;
კბილის პასტა;
ღრუბელი;
მეთოდი:
1. წაუსვით სველი ღრუბელი ფეხსაცმლის იმ ადგილებზე, სადაც გსურთ, რომ გაწმინდოთ.
2. დაადეთ კბილის პასტა ძველ კბილის ჯაგრისზე და გაუსვით ფეხსაცმლის დასვრილ ადგილებზე;
3. ამ პროცედურის შემდეგ გადაუსვით სუფთა, სველი ღრუბელი კიდევ ერთხელ ფეხსაცმელს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი