ხელსაქმე

კბილის პასტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების 10 მეთოდი: უნივერსალური საშუალება!

კბილის პასტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების 10 მეთოდი: უნივერსალური საშუალება!
თურმე კბილის პასტას შეუძლია გადაჭრას უამრავი წვრილმანი პრობლემა, რომელიც ყოფით ცხოვრებაში იჩენს ხოლმე თავს.
ჩვეულებრივი კბილის პასტა მართლაც უამრავ პრობლემას მარტივად მოგიხსნით:

1. ცოტაოდენი კბილის პასტა და ძველი კბილის ჯაგრისი - დაგჭირდებათ ძველი, გაშავებული ვარცხლეულის გასაახლებლად. არ დაგავიწყდეთ კარგად ჩამორეცხოთ კბილის პასტის ნარჩენები.


2. დამცავი სათვალე არ დაიორთქლებს, თუკი მის შიდა მხარეს, თხელ ფენად წაუსვამთ კბილის პასტას. სამთოსათხილამურო, წყლის და მოტოციკლეტისტის სათვალე არცერთ სიტუაციაში აღარ
დაგაღალატებთ.



3. ღია ფერის ფეხსაცმელი – ლამაზია, მაგრამ არასაიმედო. მისი დაცვა ნაკაწრებისა და შელახვისგან საკმაოდ რთულია! კარგია, რომ მისი გაახლებაც შესაძლებელია კბილის პასტით.



4. დეფექტები (მაგ, ლურსმნის ნაჭდევები), რომლებიც ღია ფერის კედლებზე ჩნდება, მარტივად იფარება კბილის პასტის მეშვეობით.



5. თუკი საჭმლის მომზადების შემდეგ ხელზე უსაიამოვნო სუნი დაგრჩათ, ნუ დადარდიანდებით. დაიბანეთ ხელები კბილის პასტით – მძაფრი სუნი მაშინვე გაქრება.


6. უთოს მიმწვარი ზედაპირი შესანიშნავად იწმინდება კბილის პასტით. უთოს გაწმენდის სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგრამ ეს ყველაზე მარტივია.



7. კბილის პასტის მეშვეობით შესაძლებელია დისკის გაწმენდაც. ოღონდ ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა პასტა გამოიყენეთ, თორემ ნაკაწრები დისკზე კი არ გაქრება, არამედ გაღრმავდება.



8. კბილის პასტით შესანიშნავად იწმინდება ნიჟარა. სცადეთ, ის მაშინვე ბზინვას დაიწყებს.



9. ასევე კარგად აპრიალებს პასტა ლითონის ზედაპირებს.



10. იმისათვის, რომ შხაპის კაბინის კარი მუდამ სუფთა იყოს, გაწმინდეთ ის პერიოდულად კბილის პასტით. შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
საბა
მანქანის ფარების ყვითელი საფარიც კარგად იწმინდება
22:21 / 18-04-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93