რა ფერის ყვავილს აღარ ნახავთ ყვავილების მაღაზიებში: ლურჯი, იასამნისფერი და შავიც კი! ბრჭყვიალები და ბადეში გახვეულებიც იყიდება...
მაგრამ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ფასად! თუკი გსურს, სხვადასხვა ფერის ვარდით გაალამაზო ინტერიერი ან საჩუქარი გაუკეთო მეგობარს თუ საყვარელ ადამიანს და ამასთან, ბევრი არ გადაიხადო, ეს მეთოდი აუცილებლად გამოგადგება.
უბრალოდ, დაგჭირდება რამდენიმე თეთრი ვარდი, საკვები საღებავები და ვაზები. მთავარია, არ დაგავიწყდეს, ვარდების შეღებვის პროცესში, ვაზები ერთი დღით გრილ ადგილას დადგა.
შეღებვის მეთოდი დაწვრილებით ვიდეოგაკვეთილში იხილე.
მზად ხარ, გააოცო ახლობლები და მეგობრები ორიგინალური სიურპრიზით? სცადე ეს მეთოდი.