ბევრ ჩვენგანს ვერ წარმოუდგენია კულინარიული შედევრის შექმნა მაიონეზის გამოყენების გარეშე. ის კერძებს საინტერესო და პიკანტურ გემოს აძლევს. მაგრამ ბევრმა საერთოდ ამოიღო მაიონეზი საკუთარი რაციონიდან, რადგან სოუსი უამრავ კალორიას შეიცავს.
ჩვენ მაიონეზის გამოყენების 7 არატრადიციულ მეთოდს გთავაზობთ:
1. მაზუთის მოშორება ხელებიდან
ხელებიდან მაზუთის, ხის წებოს მოშორებას მარტივად შეძლებთ მაიონეზის მეშვეობით. წაისვით ხელებზე მაიონესი, ცოტათი შეიზილეთ, გაიჩერეთ რამდენიმე ხნით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცხელი წყლით.
2. თეთრი ლაქების მოშორება
სველი ჭურჭლისგან ხის ზედაპირზე დარჩენილ ლაქებს მაიონეზის მეშვეობით მოაცილებთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილზე მაიონეზი და მოწმინდეთ ხელსახოცით. ცოტა ხანში კი სველი ჩვრით გაწმინდეთ.
3. თმის სამკურნალო საშუალება
თუკი გსურს ჯანმრთელი და ლამაზი თმა გქონდეს, გამოიყენე სახლის პირობებში მომზადებული მაიონეზი. კვერცხის გული თმას ბზინვარებას მიანიჭებს, მცენარეული ზეთი დაატენიანებს, მდოგვი თმის ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო ძმარი მოცულობას შეგმატებთ. წაისვით თმაზე 1 სუფრის კოვზი შინ მომზადებული მაიონეზი, გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ კარგად დაიბანეთ შამპუნით.
4. ტილების მოსაშორებლად
თუკი ბავშვმა ტილები აიკიდა, წაუსვით მთელ თავზე შინ მომზადებული მაიონეზი, გაუჩერეთ 1 საათი, შემდეგ ჩამობანეთ. ტილებისგან კვალიც აღარ დარჩება.
5. დაჯგღაბნილი კედლების გასაწმენდად
თუკი ბავშვებმა იცელქეს და კედლები პასტით ან ფანქრით მოხატეს, წაუსვით ხელსახოცს მაიონზეი და გაწმინდეთ დაჯღაბნილი ადგილი.
6. ფრჩხილების სამკურნალოდ
იმისათვის, რომ ფრჩხილები არ გეყოფოდეთ, გაიკეთეთ პერიოდულად მაიონეზის ნიღბები.
7. წებოვანი, გადასაყვანი ნახატებისგან დარჩენილი კვალის წასაშლელად
იმისათვის, რომ წებოვანი მისაკრავების კვალი წაშალოთ, გამოიყენეთ მაიონეზი. წაუსვით ზედაპირზე ცოტაოდენი მაიონეზი, გააჩერეთ და მოწმინდეთ ხელსახოცით.