"მიზანსწრაფული", "ამბიციური" , "პრინციპული" - ამგვარი ეპითეტები ვიღაცის თვალში იქნებ ნაკლადაც კი ჟღერს, ხოლო ზოგიერთისთვის ეს ცხოვრების კრედოა.
ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნიათ საკუთარი შესაძლებლობების ასრულების გზებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ასტროლოგები თვლიან, არსებობს ხალხი, ვისაც თანდაყოლილი გამძლეობის, შრომისუნარიანობის, მოთმინების, მოქნილობის და ინტუიციური შესაძლებლობების ხარჯზე თითქმის ყოველთვის შეუძლია დასახული მიზნების განხორციელება.
ვერძი - სულით მებრძოლი, პრინციპული, ხშირად უტაქტო და "ეგოზე" შეყვარებული ინდივიდია, მაგრამ დამეთანხმებით, ვისაც კი ვერძთან გქონიათ საქმე, მისი ოპტიმიზმი, დაჟინებულობა და მიზანსწრაფულობა აღტაცების და შექების ღირსია უდავოდ. ვერძები იდეალისტები და ჯიუტები არიან. ამიტომ მათთვის არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევენ და მწვერვალი, რომელზეც ვერ აბობღდებიან. შესაძლოა, მარცხიც ხშირად იწვნიონ ცხოვრებაში, მაგრამ, როგორც წესი, მოკლე მეხსიერების და ოპტიმიზმის გამო ისინი არასოდეს უშინდებიან წარუმატებლობას, გული არ უცრუვდებათ და კვლავაც დაჟინებით აგრძელებენ წინსვლას.
მორიელი - პრინციპულობით და გასაოცარი ინტუიციით გამორჩეული ნიშანია. მას უყვარს საკუთარი თავისთვის რთული ამოცანების დასახვა. ზოგადად, მოსწონს სირთულეები და ხშირად ცხოვრებასაც კი განგებ, ხელოვნურად ირთულებს იმის გამო, რომ მეტი დრაივი შეიგრძნოს. მორიელი მოთმინებით და სიფრთხილით გამოირჩევა, თუმცა, რასაც გულში ამოიჭრის, იმას მაინც აუცილებლად მიაღწევს, თუნდაც საამისოდ სიცოცხლის ბოლომდე მოუხდეს ლოდინი და მცდელობა. ისინი იშვიათად თანხმდებიან წაგებულის როლს, თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, ესეც თავისებური მანევრი და ნიღაბია საიმისოდ, რომ უკეთეს პერიოდს დაელოდოს და შემდგომ ამისა მოახდინოს რევანშირება.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge