რაში გამოვიყენოთ მანდარინის ქერქი

რაში გამოვიყენოთ მანდარინის ქერქი
არომატული და ტკბილი მანდარინი ყველას საყვარელი ციტრუსია. მიირთვით 3-4 ცალი დღეში და ზამთარს გრიპის გარეშე გაატარებთ.

მანდარინი გემრიელიცაა და სასარგებლოც, მაგრამ იცით, რომ რბილობის გარდა, მისი ქერქის გამოყენებაც შეგიძლიათ.

  1. მანდარინის კანი შეგიძლიათ ან აირღუმელში გამოაშროთ, ან ბუნებრივად გახმობა აცადოთ. შემდეგ კი დააბლენდერეთ და მინის ქილაში შეინახეთ. იგი დიდი ხნით ინახება. დაუმატეთ ნამცხვრებში, ბრინჯში და პარკოსნებშიც კი.
  2. მისი ნაყენი გამოიყენება გაციების, ბრონქიტის დროს. აგრეთვე, როცა ადამიანს სისხლში მომატებული შაქარი აქვს; იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად, მადის მოსამატებლად და კუჭ-ნაწლავის სისტემის გასაუმჯობესებლად.
  3. იგი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. სისხლძარღვებს ელასტიკურობას ანიჭებს.
  4. მანდარინის გამხმარი კანი შეგიძლიათ უკვე მოდუღებულ ჩაიში ჩაიმატოთ და არომატული გემოთი დატკბეთ ან ჩაის ქილაში ჩაყაროთ.
  5. გამხმარი და ბლენდერში დაქუცმაცებული მანდარინის კანი შეწვისას ხორცს დაუმატეთ და ორიგინალურ და გამორჩეულ გემოს მიიღებთ.
  6. შეგიძლიათ თეთრეულის კარადაში მოათავსოთ, რათა მასში ჩირჩილი არ გაჩნდეს.
  7. სასიამოვნო დასალევია აგრეთვე მანდარინის კანზე დაყენებული ლიქიორი.
  8. მანდარინის ნაყენი საუკეთესო საკვებია ქოთნის ყვავილებისთვის. ხოლო, თუ სახლში კატა გყავთ, რომელიც ყვავილებს ემტერება, ქოთანში მანდარინის ქერქები მოათავსეთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
ირინა
მე ლიმონის და ფორთოხლის კანებს მჭიდროთ ვდებ პატარა ქილაში ვასხავ არაყს და ვინახა,კარგი არომატი აქვს და ტორტის დასანამად ან ბისკვიტებში ვიყენებ.
22:02 / 07-11-2016
გამოხმაურება / 0 /
გევხა
ამიტომ იყო ,რომ სვანი ქერქს ჭამდა და გულს ნაგავში ყრიდა-ეს რამხელა კურკები ჰქონიაო.
21:47 / 26-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93