ვემშვიდობებით 2015-ს და ვეგებებით ახალ, 2016 წელს. როგორც ყველამ, ჩვენც უნდა შევაფასოთ გასული წელი და დავგეგმოთ მომავალი.
ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვეკრიბა ნახვებისა და გამოხმაურების მიხედვით ტოპ-5 ყველაზე პოპულარული და მადისაღმძვრელი კერძი.
ვფიქრობთ, ახალ წლის სუფრისთვის ეს რეცეპტები ცუდი იდეა არ არის და აუცილებლად გამოგადგებათ.
და აი, ისინიც...
ყველაზე ფაფუკი ხაჭაპური
ინგრედიენტები:
ფქვილი 1 კგ
თბილი წყალი ან რძე 500 მლ
საფუარი 1,5 ს.კ.
შაქარი 1 ს.კ.
მარილი 1/2 ჩ.კ.
ზეთი 1/3 ჭიქა
იმერული ჭყინტი ყველი
500 გრ რძე ან არაჟანი
კარაქი თავზე მოსასმელად
მომზადების წესი:
1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი და დადგით 5-10 წუთი. ფქვილი დაყარეთ გროვად, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ამ ღრმულში მომზადებული საფუარი და მოზილეთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაასხით ზეთი და კარგად კიდევ ერთხელ გადაზილეთ. შეფუთეთ და დადგით ასაფუებლად.
2. გახეხეთ ყველი, დაასხით რძე ან არაჟანი, ოღონდ ძალიან არ გაათხელოთ.
3. ცომი რომ აფუვდება, ამოქენით გუნდები და დააწყვეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. 10 წუთის შემდეგ გააბრტყელეთ გუნდები, ჩაუდეთ გულში ყველი, ყველს მოაყარეთ ფქვილი და შეუკარით თავი. გააბრტყელეთ ორივე მხრიდან და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ან ტაფაზე. გამომცხვარს თავზე მოუსვით კარაქი.
კიდევ 4 რეცეპტი იხილეთ....