ნამცხვარი "დღე და ღამე" - მარიკა დარჩიას მოგონებების გემო
ნამცხვარი "დღე და ღამე" - მარიკა დარჩიას მოგონებების გემო
ძალიან ახლგაზრდა ვიყავი, როდესც დამოუკიდებელი (თითქმის) ცხოვრება დავიწყე. დამოუკიდებელი ნამდვილად დამოუკიდებლობას სულაც არ ნიშნავდა, ჩვენი ქვეყანასავით ვიყავი... ვცხოვრობდი, სახლში დიდების გარეშე, ფუფუნება იყო იმ დროს ეს... ცხოვრებისთვის საჭირო რაც იყო, თითქმის არ გვეხებოდა.

საკვები, დახმარება, მომარაგება, ბავშვების ბებიებთან დატოვება... მაგრამ... და რა თქმა უნდა ამის საფასურად ჭკუის სწავლება და კონტროლი იყო... იყო ყველაფერი, იყო, მაგრამ ჩვენთვის ვცხოვრობდით... არც გადიები არსე-ბობდნენ და არც მომსვლელი დამხმარე ქალები... როდესაც გინდა დაიძინე, როდესაც უნდათ, მაშინ მოდიან მეგობრები, გაუთავებელი სტუმ-რიანობა და ბევრი საქმე... თან ჯერ იყო და ვსწავლობდი და მერე ვმუშაობდი.... ბევრი რამ იცვლებოდა , მარტო ერთი ფიქრი დარჩა დღესაც უცვლელი...

სამსახურიდან, რომ ვბრუნდები, დაღლილი და გამოფიტული, სულ ვნატრობ - ნეტავ ვინმე იყოს სახლში, კარი გამიღოს, საჭმელი იყოს და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მქონდეს... ცოტა შემიბრალოს კიდევაც და დამასვენოს... ეს ოცნებად დარჩა, ჩემს დამოუკიდებელ ცხოვრების ფასად... ასე მინდოდა?... ალბათ... მაგრამ ასე არ მიოცნებია... მიოცნებია ისე, როგორც ბავშვობა გავატარე.

კალანდაძის ქუჩა, ბევრი მეზობელი, აივანზე შემოსული აკაციის ტო-ტები და ჩვენი ორი ოთახი... და ამ სივრცეში ვცხოვრობდით დიდებიც და პატარებიც... 3 თაობა, 7 ადამიანი... სად გვეძინა ამდენს დღესაც ვერ ვიგებ, არ მახსოვს არეულობა ან ზედმეტი ნივთები ამ ორ დიდ ოთახში... ისე იყო როგორც წესია... ერთი საძინებელი და ერთი სასადილო... დიდი, მრგვალი მაგიდა, ხავერდის ლამაზი გადასაფარებელი, რომლის ქვეშ ბაბუ ქვითრებს ინახავდა... ნეტავ რატომ? ეტყობა ამ ოთახშიც იშლებოდა ლოგინები... "ლეჟანკებზე" ... მაგრამ ისე მალე ხდებოდა ამის ალაგება და მიმალვა, რომ მე მეხსიერებაში ეს სურათი არ დამრჩა, თუ არ დამიტოვა, ჩემმა კოპწია და ძალიან ესთეტმა ბებიამ... რომელიც ჩემს თოჯინებს, კაბებს უკერევდა, ყოველ კვირას რეც-ხავდა და ახამებდა... ლამაზი უნდა მქონოდა და ასე დამმახსოვრებოდა... თვითონაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ასეთი იყო. დილიდან ჩაცმული და ამდენი საქმე... ხალათი?... ოი, არა ბატონო... ან როგორ, როდესაც ამდენი ხართ სახლში?... ძნელია ალბათ, ძალიან ძნელი...

მხოლოდ ახლა შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი ტაქტი და გონი სჭირდებოდათ, რომ ამდენი სხვადასხვანაირი ადამიანი ერთად ყოფილიყო... საქმე განაწილებულიყო და ხმა არავის აეწია...

ვფიქობ, ეს უპირველესად უფროსი თაობის დამსახურებაა.. წესებს ის გკარნახობს, მაგრამ ახლგაზრდობასაც რამხელა თმენა სჭირდება. მოკლედ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ რამდენი ხიბლია სხვა... და ამას ყველაზე მეტად ბავშვები გრძნობენ... მათთვის ყველას სცალია, ყველა სხვადასხვანაირად ართობს და ასწავლის...

ჰო, ასეთი იყო ჩვენი სახლი, სავსე, ფუსფუსა... გემრიელი საჭმლის სუნით, ზუსტად დაწერილი წესებით, ბაბუს აბანოს პატარა ჩემოდნით, ბუბას თეთრი საყელოები, დედადას წიგნები თეატრზე, ძია ვახოს სავარჯიშო, აივანზე დაკიდებული რგოლები... მე და ზაზას თამაშები და გაუთავებელი კინკლაობა... მაგრამ ეს ისეთი კარგი იყო, რომ ჩვენ სულ არ გვადარდებდა სივიწროვე და ბევრი ხალხი... ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ყველა ახლოს
გვყავდა...
ტკბილი გემო ჰქონდა ამ დიდ ერთობას... ბუბა განჯინაში ინახავდა "ბურჟუიკაში" გამომცხვარ გემრიელ კექს, რომელსაც "დღე და ღამეს" ეძახდა... აქ მურაბებიც იყო და სხვა ტკბილეული... გასაღებსის მფლობელიც ბუბა იყო. ის იყო მთავარი განმანაწილებელი... ჩვენ კი გვეგონა, მარტო ჩვენთვის იღებოდა ეს კარი და ეს სურნელიც მარტო ჩვენ გვეკუთვნოდა, რადგან მაშინ დღეც და ღამეც ერთნაირად კარგი იყო. იხილეთ ნამცხვრის "დღე და ღამე" რეცეპტი

კომენტარები (3)
tata
ძალიან ელეგანტური და განათლებული ქალია ქ.მარიკა,მისი სტუდენტი ვიყავი და ყოველთვის მომწონდა.
მზიკო 56.
მომეწონა,თბილი წერილია,გამახსენდა მეც ბევრი რამ კარგი,ასე იყო წინათ ეხლა არ ვიცი როგორ შეიცვალა ხალხის ცნობიერება.
შეცდომაა
ეს არ არის დღე და ღამე.ეს არის ზებრა ან მოზაიკა.დღე და ღამე შედგება 2 ცალკე ბისკვიტისგან.ერთი შავი და მეორ ყვითელი ფერისაა და უკეთდება შუაში კრემი
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
7 პროდუქტი, რომლებსაც გასტრიტის დამარცხება შეუძლია
16:31 / 18-08-2017
კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს ახალი არ არის. არასწორი კვება იწვევს დაავადებებს, ისეთებს, როგორიცაა გასტრიტი. მწარე საკვები კი მწვავე გასტრიტის გამომწვევია. ასე რომ, ფრთხილად იყავით.
რომელია წყლის შემდეგ ყველაზე აუცილებელი სასმელი და რატომ არ უნდა უგულებელყოთ მისი მიღება
14:10 / 18-08-2017
ვის არ უყვარს კაკაო? არომატული, გემრიელი. აცტეკები მას ძვირფას სასმელს ეძახდნენ. რამდენი ჭიქა კაკაო უნდა დალიოთ დღეში და რა საშიშროება გელით, თუ მასზე უარს იტყვით.
რა გავაკეთოთ ვაშლატამასგან საზამთროდ - რა ეშლებათ დიასახლისებს
16:41 / 17-08-2017
რატომღაც ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ ვაშლატამა მხოლოდ სეზონური საკვებია და მისგან ზამთრის მარაგი არ მზადდება.
ექიმის რჩევით ამ სასარგებლო ნაზავს მივირთმევ და შედეგი მართლაც საოცარია!
14:23 / 17-08-2017
ნიგვზისა და თაფლის ნარევს სასწაულის მოხდენა შეუძლია. იგი სასარგებლოა ინფარქტგადატანილი ადამიანისთვისაც და პროფილაქტიკის მიზნითაც. ამ ბუნებრივ საშუალებას ექიმებიც აღიარებენ. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს.
რატომ უნდა ვჭამოთ ძვლის ბულიონი - მოერიდეთ ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს
16:59 / 14-08-2017
ძვლის ბულიონი ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს სხვადასხვა პრობლემისაგან, ებრძვის ალერგიას და საკვების აუთვისებლობას.
როგორ შევინახოთ სანთლის მეშვეობით საზამთრო ცოცხლად ახალ წლამდე
13:00 / 14-08-2017
ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც საზამთრო არ უყვარს. ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში იმდენად უყვართ ეს ხილი, რომ საშობაოდაც ინახავენ.
კიკეთში აღმოჩენილი უცნაური გემო - მარიკა დარჩიას ბლოგი
14:45 / 11-08-2017
მიყვარს ზაფხული... ჩემი ახლანდელი ზაფხულები განსაკუთრებულად კარგია, მაგრამ ცოტა არეული... არეული რატომ?.. და აი, რატომ...
არადა, როგორ მინდოდა რაიმე გემრიელი! 10 შემთხვევა, როცა ადამიანებმა ვერ გამოიცნეს საჭმელი
11:30 / 08-08-2017
არსებობს ასეთი გამონათქვამი: "თუ ყველს ბევრი ხვრელი აქვს, ის გემრიელი იქნება. თუ მხოლოდ ერთი აქვს, ის გემრიელი გუშინ იყო" .
რომელი ქვაბი უფრო გამძლეა და პრაქტიკული - წარმოგიდგენთ 6 სახის ქვაბის ღირსებებს და ნაკლოვანებებს
17:35 / 01-08-2017
ხარისხიანი ქვაბის გარეშე ჯანსაღი კერძი ვერ მომზადდება. თანამედროვე მწარმოებლები ქვაბების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ - ყველაზე უარესიდან საუკეთესომდე. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი მასალისგან დამზადებული ქვაბია უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული.
ახალი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტები შენთვის და მისთვის: როცა გინდა, საყვარელ ადამიანებს ასიამოვნო
12:10 / 10-07-2017
მამაკაცებს გამორჩეულად უყვართ სოსისები, სარდელები, შაშხი, შებოლილი ძეხვეული და მათგან მომზადებული გემრიელი კერძები.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31