კერძის გაცხელება ნიშნავს – ფაქტობრივად, ხელახლა მოამზადო ის. არასოდეს გააცხელოთ კერძი ერთ ჯერზე მეტად. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველაზე სასარგებლო კერძი – ახალმომზადებულია.
თუმცა ახალ-ახალი კერძის მომზადება დიასახლისებისთვის რთულია, ამიტომაც ხშირად გვირჩევნია, ერთხელ გავაკეთოთ დიდი რაოდენობით საჭმელი, რომ რამდენიმე დღე გვეყოს.
ითვალისწინებენ რა დიეტოლოგები და ექიმები თქვენს ძვირფას დროს, გთავაზობენ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა გაცხელებაც რამდენჯერმე კატეგორიულად არ შეიძლება.
1. კარტოფილი – ძალიან ნოყიერი პროფუქტია, თუმცა მხოლოდ მომზადების შემდეგ. უკიდურეს შემთხვევაში, მიირთვით კარტოფილი ცივად, ოღონდ არ გააცხელოთ ის. ახალმომზადებული კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, რომელიც დიდი ხნით გვანაყრებს. თუკი მომზადებულ კარტოფილს მაცივარში შეინახავთ ან მას გააცხელებთ, სახამებელი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები მასში გაქრება და მისგან არანაირი სარგებელი აღარ იქნება.
2. ნიახური, სტაფილო და ისპანახი – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. მაგრამ როცა ჩვენ მათ ვათბობთ, ეს ნივთიერებები მავნებელ, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნიტრატებად გადაიქცევა. აქედან დასკვნა: მოხარშეთ სუპი, მიირთვით მაშინვე. იმ შემთხვევაში, თუკი მაინც მოგიწიათ წვნიანის გაცხელება, ამოიღეთ იქიდან ნიახური და სტაფილო და ისე მიირთვით. ისპანახის შემთხვევაში, მის მეორედ გაცხელებაზე აღარც კი იფიქროთ. ჭარხლის გაცხელებასაც არ გირჩევთ. აჯობებს ის ცივად მიირთვათ. სრულად...