მწიფე პომიდორი, არომატული ატამი და ტკბილი ბანანი დახლზე მუდამ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ სახლში, რატომღაც მალევე კარგავს მიმზიდველობას, გემოს, არომატს...
გავერკვეთ, მარტივ წესებში, რათა სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ ხილსა და ბოსტნეულს.
პომიდორი
ყველამ ვიცით, რომ პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება, გემოს კარგავს. მისთვის იდეალური ტემპერატურაა +12... +20 გრადუსი. გასაგებია, რომ სახლში, ზაფხულში გაცილებით მაღალი ტემპერატურაა, ამიტომაცაა, რომ პომიდორი მალევე ფუჭდება. თუ გსურთ, პომიდორმა დიდხანს შეინარჩუნის იერი და გემო, მაცივარში, ქვედა თაროზე, ყუნწებით მაღლა შეინახეთ.
ტენი
კონტეინერი, რომელშიც პროდუქტს ინახავათ, იდეალურად მშრალი უნდა იყოს, თუ დარწმუნებული არ ხართ რომ ის სრულიად მშრალია, კონტეინერს ძირში ქაღალდის ხელსახოცი დაუფინეთ.
ბანანი
აი, რისი შენახვა არ შეიძლება მაცივარში. ბანანის კანი გაშავებისგან რომ დაიცვათ, ძირები პოლიეთილენის სახვევით შეუფუთეთ.
დაალაგეთ სწორად
გარგარი, ნესვი მანგო, ქლიავი, მსხალი და პომიდორი გამოყოფს გაზს. მათ გვერდით არ დაუდოთ ვაშლი, ბადრიჯანი, კარტოფილი, სტაფილო, ბროკოლი, რაც მათ გაფუჭებას გამოიწვევს.
ავოკადო
სალათის მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ დასამწიფებელი პროდუქტი ქაღალდის პაკეტში უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერტურაზე. ხოლო მწიფე _ მაცივარში, პოლიეთილენის პაკეტში.
ხახვი და ნიორი
ვირუსებთან და ინფექციებთან მებრძოლნი არ უნდა შეინახოთ განათებულ ადგილზე. ან ბნელ კარადაში, უჯრაში შეინახეთ, ან მუქი ფერის ქაღალდის პაკეტში, რომელსაც ადგილ-ადგილ დაჩხვლიტავთ, ჰაერმა რომ იმოძრაოს.
ვაშლი და კარტოფილი
ისინი იდეალურად ეხამებიან ერთმანეთს და მათი ერთად შენახვა შესაძლებელია.
ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
მათ სჭირდებათ ტენი. ძირზე შეამოახვიეთ სველი ქაღალდის ხელსახოცი. ან წყლით სავსე კონტეინერში მოათავსეთ.
წყალი
თუ ხილის დიდი ხნით შენახვა გსურთ, გაურეცხავი შეინახეთ.
ყურძენი
შეინახეთ პლასტიკატის კონტეინერში, რომელსაც წინასწარ გახვრიტავთ, რათა ჰაერმა იმოძრაოს.
ატამი
შეინახეთ მაცვარში. არ დაალაგოთ ერთმანეთზე. შეხების ადგილები დაულპებათ.
ნიახური
შენახეთ ფოლგაში. ასე არომატს დიდი ხნით შეინარჩუნებს.
მწვანილი
ოხრახუშს, კამას, რეჰანს მოაცილეთ გაფუჭებული ფოთლები, მოაჭერით ძირები და ჩადეთ წყალში, ან ვაზაში ყვავილების თაიგულივით. 10 დღემდე შეინარჩუნებენ არომატსა და იერს.
სალათის ფურცლები
გარეცხეთ, შეამშრალეთ, მოათავსეთ კონტეინერში, ზემოდან ქაღალდის ხელსახოცი დააფარეთ და მაცივარში შეინახეთ.