თუ სამზარეულოში ფუსფუსი მოგწონთ და გემრიელი კერძების მომზადებას ოცნებობთ, ჩვენს რჩევებს გადახედეთ.
1. მაჭკატები ჰაეროვანი რომ გამოგივიდეთ, ხაჭოსა და კვერცხის მასას ცოტა ზეთი დაუმატეთ.
2. ნურასოდეს გადააგდებთ ლორის ცხიმს, ძველიც და გაყვითლებულიც კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ნიორი და მარილი დაუმატეთ (გემოზე ოდნავ მეტი) და მაცივარში შეინახეთ. დაუმატეთ წვნიანებს (განსაკუთრებით ბოსტნეულისას) და ნახავთ, როგორ გააგემრიელებთ მათ.
3. თუ კენკრის ან ხილის ღვეზელს აცხობთ, შეიძლება წვენი გადმოვიდეს და თუნუქის ფურცელზე მიეკრას, დაიწვას. ამ უსიამოვნებისგან რომ დაიზღვიოთ თავი, ღვეზელში მაგარონის მილები ჩაუჭეთ, წვენი მილებში ამოვა, მაგრამ ღვეზელიდან არ გადმოისხმევა. გამოცხობის შემდეგ მაკარონი ღვეზელიდან ამოიღეთ.
4. თუ ფანტია ფაფა გიყვართ, ერთ ჭიქა ბურღულს ორი ჭიქა წყალი ან ბულიონი სჭირდება. ბურღული აუცილებლად მდუღარე წყალში ან ბულიონში უნდა ჩაყაროთ.
5. თუ კიტრის მწნილში ცოტაოდენ მდოგვს დაუმატებთ, კიდევ უფრო გააგემრიელებთ მას.
6. იმისათვის, რომ კიტრმა სიმწარე დაკარგოს, ჩადეთ წყალში, რომელსაც შაქარი ექნება დამატებული.
7. იმისათვის, რომ ხორცი რბილი და წვნიანი გამოგივიდეთ, ბულიონში გარეცხილი ბანანის კანი ჩააგდეთ.
8. ქვაბში, რომელშიც ხორცს თუშავთ, ალუბლის ტოტი ჩააგდეთ, რაც კერძს განუმეორებელ ატომატსა და გემოს შესძენს.
9. იმისათვის, რომ სანელებლებმა სასარგებლო თვისებები, გემო და არომატი არ დაკარგოს, კერამიკის, ფაიფურის ან მინის მჭიდროთავსახურიან ქილებში უნდა შეინახოთ. რა თქმა უნდა, გაზისგან საკმაოდ მოშორებით.
10. ხორცის ფარშში აუცილებლად დაუმატეთ შაქარი (ერთ კილო ხორცზე 1 სადილის კოვზი). ხორციანი კერძი გაცილებით გემრიელი და წვნიანი გამოვა.
11. ბორშის მოხარშვისას ქვაბში, რომელშიც ხორცს ხარშავთ, გაფცქვნილი ჭარხალიც დაუმატეთ. კერძი ჩვეულებრივად მოამზადეთ, ბულიონად გადაწურული ჭარხლისა და ხორცის ნახარში გამოიყენეთ, ხორციც ჩადეთ ქვაში. აი, ჭარხალი კი გახეხეთ და მწვანილებთან ერთად დაუმატეთ, წამოადუღეთ და გამორთეთ.