კრეატიული და გემრიელი ნაძვის ხეები ყველაზე გამჭრიახი დედისგან
კრეატიული და გემრიელი ნაძვის ხეები ყველაზე გამჭრიახი დედისგან
სულ ცოტაც და ახალი წელი დადგება. გარშემო უკვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. ჩემს შვილებს ერთი სული აქვთ, როდის ჩამოურიგებს საჩუქრებს თოვლის პაპა. საკუთარი ბავშვობიდან შემორჩენილი ტრადიცია ოჯახში ახლაც გვაქვს - 31 დეკემბრამდე არ ვდგამთ ნაძვის ხეს. გვინდა, რომ ამ დღის მოლოდინი რაღაცნაირი განსხვავებული იყოს. ამიტომ სულაც არ მომწონს ოთახის დეკორად ქცეული ნაძვის ხე, რომელსაც დეკემბრის დასაწყისიდან დგამენ. თითქოს ხუნდება იმ მთავარ დღემდე...

ერთი სიტყვით, ნაძვს არ ვდგამთ, მაგრამ ყოველდღე ვცდილობთ, რაღაცნაირად ხელი შევუწყოთ საახალწლო განწყობის გაღვივებას. წელს ასეთი თამაში მოვიგონეთ – ყოველდღე სხვადასხვანაირ კრეატიულ ნაძვის ხეს ვამზადებთ, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ შეუძლია. ჯერ გამოვჭერით ქაღალდებისგან, მერე უფროსმა შვილმა გამოძერწა, უმცროსმა – დახატა... ამ მხრივ თანდათან ფანტაზია ამოვწურეთ, ამიტომ პროდუქტებს მივადექით. აი, ყველაზე სახალისო და მრავალფეროვანი გართობა აქ დაიწყო... და თან – შედეგიანიც. საქმე იმაშია, რომ უმცროსი შვილი საკმაოდ უჭმელი მყავს, 5 წლისაა. კი არ არჩევს საჭმელს, უბრალოდ, არ ჭამს. ამ თამაშ-თამაშში კი აღმოვაჩინე, რომ თურმე ბავშვს გაფორმებული კერძები მოსწონს და შესანიშნავადაც აგემოვნებს სხვადასხვა პროდუქტით მომზადებულ ნაძვის ხეებს.

და აი, ისინიც... კრეატიული, სახალისო და გემრიელი ნაძვის ხეების ფოტორეცეპტები.

I ვარიანტი
mshoblebi

mshoblebi
პირველი ვარიანტი - მოცარელასა და პომიდვრისგან შექმნილი ნაძვის ხეა. დიახ, არ მოგესმათ.... შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სულგუნი, ასევე მოცარელა. თუმცა, პირადად მე არჩევანი მოცარელაზე გავაკეთე, რადგან ზუსტად წარმომედგინა, როგორი ლამაზი გამოვიდოდა მოცარელას ფითქინა ბურთულებით შექმნილი ნაძვის ხე. დამეთანხმეთ, ჩვენს ქვეყანაში ყველის ამ სახეობას ერთეულები ამზადებენ. ამიტომ მაშინვე გონებაში "ნიკორას" სუპერმარკეტმა გამიელვა. წინასწარ მოვიმარაგე პომიდორი და ბროკოლი. მოცარელასთვის კი სწორედ ზემოთ ნახსენებ სუპერმარკეტს მივაკითხე, რადგან ვიცი, რომ "ნიკორა" მოცარელას თავად აწარმოებს...
mshoblebi
მოკლედ, ამოვარბენინე მოცარელა და ბავშვებთან ერთად საქმეს შევუდექი... დეკორატიულ ღერძზე, ხის ჩხირების გამოყენებით, პომიდორი და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოცარელას ბურთულები დავამაგრე.... შემდეგ მოვათავსე ქოთანში, რომელსაც გარშემო ბროკოლი შემოვუწყვე... ნაძვის ხემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა....

II ვარიანტი
ეს ხილის ნაძვის ხეა. შეგიძლიათ ფანტაზიას მოუხმოთ და სხვადასხვაგვარი ხილით ორიგინალური ნაძვის ხე შექმნათ. მომზადების პროცესში უამრავი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ – კივი, ბანანი, ვაშლი, ყურძენი, ფორთოხალი, სიმინდის მარცვლები და ა.შ. მთავარია, იყოს ფერადი და გემრიელი. გაკეთებაც საკმაოდ მარტივია. მაგალითად, ძირითად საყრდენ მასალად აიღებთ მსხალს და ანანასის ნაჭერს, გარშემო კი, ხის ჩხირების დახმარებით, თქვენთვის სასურველ ხილს დაამაგრებთ. და აი, ისიც, ლამაზი, გემრიელი და კრეტიული ნაძვის ხე მზადაა.
mshoblebi
III ვარიანტი
მესამე დღეს, სამსახურის შემდეგ, ისევ "ნიკორას" სუპერმარკეტში შევიარე და ამჯერად ძეხვეული და სულგუნი მოვიმარაგე, მსუბუქი ორცხობილებიც მოვაყოლე და ისეთი გემრიელი ნაძვის ხე გამოგვივიდა, მთელი ოჯახი ჯერ გაგვახარა და მერე – დაგვანაყრა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ძეხვი და ყველი თქვენი გემოვნების შესაბამისად აარჩიოთ.
mshoblebi
მაშ ასე, საჭირო მასალა:
ძეხვი პოლონური ან კრაკოვური, სულგუნი... შეიძლება დაემატოს ასევე ორცხობილები, რომელიმე ლამაზი ხილის მარცვლები და ა.შ.
mshoblebi
mshoblebi
სხვადასხვა პროდუქტით შექმნილი ამგვარი ნაძვის ხეების მოფიქრება თქვენც მარტივად შეგიძლიათ. ასე რომ, მოუხმეთ ფანტაზიას და ყოველი დღე დღესასწაულად გექცევათ, თქვენც და თქვენს პატარებსაც.
თეკლა ჟვანია
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:30 / 08-08-2017
არსებობს ასეთი გამონათქვამი: "თუ ყველს ბევრი ხვრელი აქვს, ის გემრიელი იქნება. თუ მხოლოდ ერთი აქვს, ის გემრიელი გუშინ იყო" .
11:32 / 13-07-2017
კულინარია რთული სფეროა. ზოგს კარტოფილის შეწვა ეძნელება, ზოგიც სამზარეულოში შედევრებს ქმნის. დღეს გავარკვევთ, როგორი კულინარები არიან ზოდიაქოს ნიშნები...
16:25 / 20-06-2017
ვინ არ ოცნებობს მოგზაურობაზე? ჩემი აზრით, ცხოვრებაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი.
15:36 / 06-06-2017
თუ ოდესღაც ბანანები იყიდეთ და დაგავიწყდათ, გაშავებულის ჭამა კი არ გსურთ, ნუ იჩქარებთ გადამწიფებული ბანანის გადაყრას.
11:04 / 06-06-2017
ხორცეულის მოხმარება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, თუმცა მას განსაკუთრებული შერჩევა სჭირდება.
11:33 / 31-05-2017
გინახავთ ადამიანი, რომელსაც ნაყინი არ უყვარს? ის ხომ ყველას უყვარს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და სოციალური სტატუსისა.
13:35 / 21-05-2017
ყველა პროდუქტს აქვს შენახვის ვადა. მაინც რა ვადით უნდა შევინახოთ ისინი მაცივარში?
14:19 / 19-05-2017
მარილის გამოყენებას თავისი ნიუანსები აქვს და ისინი ზოგჯერ გამოცდილმა კულინარებმაც არ იციან.
12:16 / 17-05-2017
განსხვავდება თუ არა საყვარელი პროდუქტები ადამიანების საქმიანობის სფეროს მიხედვით?
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
7 პროდუქტი, რომლებსაც გასტრიტის დამარცხება შეუძლია
16:31 / 18-08-2017
კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს ახალი არ არის. არასწორი კვება იწვევს დაავადებებს, ისეთებს, როგორიცაა გასტრიტი. მწარე საკვები კი მწვავე გასტრიტის გამომწვევია. ასე რომ, ფრთხილად იყავით.
რომელია წყლის შემდეგ ყველაზე აუცილებელი სასმელი და რატომ არ უნდა უგულებელყოთ მისი მიღება
14:10 / 18-08-2017
ვის არ უყვარს კაკაო? არომატული, გემრიელი. აცტეკები მას ძვირფას სასმელს ეძახდნენ. რამდენი ჭიქა კაკაო უნდა დალიოთ დღეში და რა საშიშროება გელით, თუ მასზე უარს იტყვით.
რა გავაკეთოთ ვაშლატამასგან საზამთროდ - რა ეშლებათ დიასახლისებს
16:41 / 17-08-2017
რატომღაც ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ ვაშლატამა მხოლოდ სეზონური საკვებია და მისგან ზამთრის მარაგი არ მზადდება.
ექიმის რჩევით ამ სასარგებლო ნაზავს მივირთმევ და შედეგი მართლაც საოცარია!
14:23 / 17-08-2017
ნიგვზისა და თაფლის ნარევს სასწაულის მოხდენა შეუძლია. იგი სასარგებლოა ინფარქტგადატანილი ადამიანისთვისაც და პროფილაქტიკის მიზნითაც. ამ ბუნებრივ საშუალებას ექიმებიც აღიარებენ. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს.
რატომ უნდა ვჭამოთ ძვლის ბულიონი - მოერიდეთ ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს
16:59 / 14-08-2017
ძვლის ბულიონი ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს სხვადასხვა პრობლემისაგან, ებრძვის ალერგიას და საკვების აუთვისებლობას.
როგორ შევინახოთ სანთლის მეშვეობით საზამთრო ცოცხლად ახალ წლამდე
13:00 / 14-08-2017
ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც საზამთრო არ უყვარს. ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში იმდენად უყვართ ეს ხილი, რომ საშობაოდაც ინახავენ.
კიკეთში აღმოჩენილი უცნაური გემო - მარიკა დარჩიას ბლოგი
14:45 / 11-08-2017
მიყვარს ზაფხული... ჩემი ახლანდელი ზაფხულები განსაკუთრებულად კარგია, მაგრამ ცოტა არეული... არეული რატომ?.. და აი, რატომ...
არადა, როგორ მინდოდა რაიმე გემრიელი! 10 შემთხვევა, როცა ადამიანებმა ვერ გამოიცნეს საჭმელი
11:30 / 08-08-2017
არსებობს ასეთი გამონათქვამი: "თუ ყველს ბევრი ხვრელი აქვს, ის გემრიელი იქნება. თუ მხოლოდ ერთი აქვს, ის გემრიელი გუშინ იყო" .
რომელი ქვაბი უფრო გამძლეა და პრაქტიკული - წარმოგიდგენთ 6 სახის ქვაბის ღირსებებს და ნაკლოვანებებს
17:35 / 01-08-2017
ხარისხიანი ქვაბის გარეშე ჯანსაღი კერძი ვერ მომზადდება. თანამედროვე მწარმოებლები ქვაბების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ - ყველაზე უარესიდან საუკეთესომდე. მთავარია, ვიცოდეთ, რომელი მასალისგან დამზადებული ქვაბია უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი