რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა და როგორ მოვაწონოთ თავი „ცეცხლოვან მამალს“?
რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა და როგორ მოვაწონოთ თავი „ცეცხლოვან მამალს“?
ახლოვდება ყველასათვის საყვარელი დღესასწაული - ახალი წელი. ამ ჯადოსნურ ღამეს, როდესაც ერთი წელი მეორეს ცვლის, ბევრ ადამიანს უჩნდება ახალი იმედები და სურვილები. ყველა თვლის, რომ ძველი წელი ძველ პრობლემებს წაიღებს, ხოლო ახალი - მოგვცემს შანსს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ლოგიკურია, რომ ასეთ დღესასწაულს განსაკუთრებულადაც ვუდგებით. მაგიდას საუკეთესო ჭურჭლის ნაკრებით ვშლით, ვაფორმებთ და განსაკუთრებულ კერძებსაც ვამზადებთ.

სწორედ ამიტომ სჭირდება საახალწლო სუფრას ბევრი წვალება და გარკვეული წესების დაცვა. მითუმეტეს, თუ საცობებს და გადატვირთულ მოძრაობას გავითვალისწინებთ, ერთი ფანჯრის პრინციპით მოწყობილ სუპერმარკეტებამდე მიღწევა, ფაქტობრივად
შეუძლებელი ხდება. ამიტომ, პირადად მე არჩევანს ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტზე ვაკეთებ და ამით დროსაც ვზოგავ და ნერვებსაც.

დამდეგი 2017 წლის სიმბოლო - ცეცხლოვანი მამალია. მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ასტროლოგიის, მაინც ვცდილობთ გავითვალისწინოთ ძირითადი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გავაწყოთ საახალწლო სუფრა.

ყველა დიასახლისი ფიქრობს - რა მოამზადოს, რომელი კერძები შეარჩიოს, როგორ გაამრავალფეროვნოს სუფრა, რით გააკვირვოს და გაახაროს სტუმრები. სადღესასწაულო სალათები, საცივი, გემრიელი გამომცხვარი კერძები, გოზინაყი - მათ გარეშე საახალწლო მაგიდა წარმოუდგენელია!
იმისათვის, რომ „მამალი“ კმაყოფილი დარჩეს, მაგიდაზე აუცილებლად უნდა ეწყოს ხილი და ბოსტნეული. კარგი იქნება, თუ პატარა თასით მარცვლეულსაც დადებთ.
მოკლედ, თქვენთვის ვიქნები ერთგვარი გზამკვლევი და წარმოგიდგენთ, თუ როგორ და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა პროდუქტები, მათ შორის მზა კერძებიც ახალი წლის სუფრისთვის, ისე რომ არც ბევრი დრო დაკარგოთ და ნერვებსაც გაუფრთხილდეთ.

ამ ექსპერიმენტისთვის „ნიკორა“ სუპერმარკეტი მარტივი მიზეზის გამო შევარჩიე... ის ჩემს სახლთან ახლოსაა, არჩევანიც დიდია, ამიტომ ჩემს მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ძირითადად, სწორედ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ.
თანაც, „ნიკორაში“ შემიძლია სპეციალური აქციებითაც ვისარგებლო, რომელიც სულ აქვთ, მითუმეტეს წინასაახალწლოდ და კიდევ, დაგროვებით ბარათზე ქულებიც დავაგროვო.

მაშ, ასე! საახალწლო სუფრის პირობითი მენიუ, რომელიც ოჯახის ერთი წევრის მარხვაზე ყოფნის გათვალისწინებით ჩამოვწერე. შეგიძლიათ პროდუქტები სურვილისამებრ შეარჩიოთ და თქვენთვის მისაღები ბიუჯეტიც განსაზღვროთ:

მზა სალათი „ოლივიე“ (სამარხვო) – 1კგ 13 ლარი
მზა ნიგვზიანი ბადრიჯანი (სამარხვო)- 1კგ 17 ლარი
კაპრეზე - (ყველი მოცარელა - 5 ლარი; პომიდორი; რეჰანი ან ბაზილიკი - 1 ლ; ბალზამიკო; ზეითუნის ზეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ პესტოს სოუსიც)
კიტრი - 3,35 ლარი
პომიდორი - 2,90 ლარი
ლაბა („ხალადეცი“)- 1 კგ 15 ლარი
ბაჟე; (ნიგოზი ნახევარი კილოგრამი - 12 ლარი)
შემწვარი თევზი კალმახი - 14.95 ლარი 1 კგ
შაშხი „ბოლერო“- 6.75 ლარი ნახევარი კილოგრამი
ერთი თავი სულგუნი- 6.99 ლარი
წითელი ხიზილალა - 100 გ 14.50 ლარი
გოზინაყი (ნიგოზი 1 კგ - 24 ლ. 0,5 ლ. თაფლი - 10 ლ);
ფენოვანი ლობიანი- 3 ცალი 2.45 ლარი
ხაჭაპური (ფენოვანი ცომი - 1კგ 3.89 ლარი)
შოთის პური- კახური 80 თეთრი
ნამცხვარი- შუ, ეკლერი - 1კგ 14.90 ლარი.
ხილი (ფორთოხალი-2.90 ლარი, მანდარინი-1.30 ლარი, ვაშლი-2.25 ლარი, ბანანი-3.25ლარი).
ჩურჩხელა 4 ცალი - 10 ლარი
ცქრიალა ღვინო „ბაგრატიონი“ 2 ბოთლი- 16 ლარი
მინერალური წყალი - 4 ბოთლი - 4 ლარი
ნატურალური წვენი ფანერი- წითელი ფორთოხალი 1 ლ - 3.49 ლარი; ჟოლო, მარწყვი, ატამი 1ლ - 3.79 ლარი

„ოლივიე“ იმდენად მიყვარს, როგორც ხედავთ ჩამონათვალიც ამით დავიწყე... ალბათ დამეთანხმებით, რომ მის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. ის თითქმის ყველა ოჯახის საახალწლო სუფრას ამშვენებს. როგორც უკვე აღვნიშნე, დროის სიმცირეს ნამდვილად განვიცდი, ამიტომ, გადავწყვიტე წელს საკუთარ მომზადებულ „ოლივიეზე“ უარი ვთქვა და მზა სახით შევიძინო. იგივე შემიძლია ვთქვა, ლაბაზეც. ის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საახალწლო კერძია, მაგრამ თავად ვერ ვამზადებ... ამიტომ „ნიკორაში“ სამარხვო „ოლივიესაც“ შეიძენთ და გემრიელ ლაბასაც... აი ასე, მარტივად - დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც...

რაც შეეხება კაპრეზეს და ხაჭაპურს, მათი მომზადება სახლში, თავად გადავწყვიტე. 

ესეც, ჩემი მარტივი კაპრეზეს რეცეპტი:
ყველი „მოცარელა“ – 1 შეფუთვა 5 ლ.
პომიდორი - 3- 4 ცალი, საშუალო ზომის - 2 ლ.
ბალზამიკო (ძმრის ბალზამი) - 4 ს/კ
ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
რეჰანი ან ბაზილიკი - გემოვნებით
პესტოს სოუსი

მინდა გითხრათ, რომ კაპრეზეს სალათა საკმაოდ მარტივად მზადდება. მრგვალ ნაჭრებად დაჭერით პომიდორი, ზემოდან დააწყვეთ შუა-შუა გაჭრილი მოცარელას ბურთულები. დაამატეთ მარილი, მოასხით ზეთი, ბალზამიკო და გააფორმეთ რეჰანით ან ბაზილიკით. შეგიძლიათ დაამატოთ პესტოს სოუსიც.

ხაჭაპურის გამოცხობასთან დაკავშირებული საკითხიც მარტივად მოვაგვარე... მზა ფენოვანი ცომი შევიძინე და ამგვარად, ზედმეტი წვალების გარეშე გამოვაცხობ...
ჩემს საახალწლო მენიუში ქათამი სპეციალურად არ შევიტანე, რადგან ასტროლოგები გვირჩევენ, მამლის წელს არ დავახვედროთ ფრინველის ხორცი. ის შეგიძლიათ თევზით შეცვალოთ.
პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ, საახალწლო სუფრაზე წითელი ხიზილალა იდოს. უპირატესობას, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოებულს ვანიჭებ. ვიცი, რომ სოფელ ვაკიჯვარში ხიზილალა „ოკეანეს“ გამოჰყავს. ამიტომ ადგილობრივი წარმოების წითელი ხიზილალის შეძენასაც შეძლებთ...
დაიმახსოვრეთ!!!
სასურველია, რომ საახალწლო სუფრა წითელ, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებში გააწყოთ. არ დაგავიწყდეთ ხის კოვზის დადებაც...

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
თეა ინასარიძე











კომენტარები (1)
მარინა
მომეწონა ფასები მისაღებია
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
10:26 / 13-11-2017
გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტები, რომლებიც ერთი ნიშნის ქვეშ ერთიანდება, მსოფლიო ბაზრის დასაპყრობად ემზადება.
12:56 / 11-11-2017
ყველაზე გემრიელი და პოპულარული კერძები ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიგონეს და არა მარტო დიასახლისებმა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
13:30 / 04-11-2017
ხშირად მოუცლელობის გამო ხილისა და ბოსტნეულის დროულად ჭამას ვერ ვახერხებთ. დღეს გასწავლით რა უნდა მოუხერხოთ პროდუქტს, რომლის გადაყრაც ადრეა, ჭამა კი - გვიანი.
11:43 / 03-11-2017
ბრინჯის მოხარშვას რა უნდა - იტყვის ზოგიერთი, მაგრამ ასე არაა. რომ არ ჩაიშალოს, უმი რომ არ დარჩეს, რომ არ მიიკრას და ერთმანეთს არ მიეწებოს, ბრინჯის მოხარშვას ცოდნა უნდა.
11:25 / 26-10-2017
ჟურნალ „გემრიელიას“ მიერ ორგანიზებულ #CHEFმარკეტერის ტრადიციად ქცეულ მორიგ კულინარიულ შეჯიბრებას ლაუნჯ-რესტორანმა „აკადემიამ“ უმასპინძლა.
15:23 / 13-10-2017
ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის ”საფირმო” საწებლის რეცეპტი არნახულად პოპულარული გამოდგა და თავად რეცეპტის ავტორიც გაოგნებას ვერ მალავს.
11:16 / 13-09-2017
პრიალა მხარე თუ გლუვი? რომელ მხარეს უნდა დავაწყოთ პროდუქტი?
11:30 / 08-08-2017
არსებობს ასეთი გამონათქვამი: "თუ ყველს ბევრი ხვრელი აქვს, ის გემრიელი იქნება. თუ მხოლოდ ერთი აქვს, ის გემრიელი გუშინ იყო" .
11:32 / 13-07-2017
კულინარია რთული სფეროა. ზოგს კარტოფილის შეწვა ეძნელება, ზოგიც სამზარეულოში შედევრებს ქმნის. დღეს გავარკვევთ, როგორი კულინარები არიან ზოდიაქოს ნიშნები...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
გემრიელი და სასარგებლო ქაცვის ჩაი შემოდგომის სეზონისთვის
14:48 / 19-11-2017
კენკრით, თაფლით და ბალახეულით! ვამზადებთ გემრიელ და სასარგებლო ჩაის, რომელიც გაგათბობთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
რასთან ერთად არ უნდა ჭამოთ ყველი: 4 საშიში დუეტი
12:50 / 18-11-2017
ქართული სუფრა ყველის გარეშე წარმოუდგენელია.
როგორ ვიკვებოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:51 / 18-11-2017
ასტროლოგია ადამიანების ფსიქოტოპის შესწავლასთან ერთად მათ ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ განვითარებსაც სწავლობს.
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
13:16 / 17-11-2017
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
სინამდვილეში რამდენ ხანს უნდა ხარშოთ და როგორ უნდა შეინახოთ ნახევარფაბრიკატები?
12:42 / 15-11-2017
როცა ძალიან გვეჩქარება და ვერ ვასწრებთ შინ მომზადებას, ნახევარფაბრიკატები კარგი გამოსავალია.
სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“
11:33 / 15-11-2017
რომელი სახეობის ძეხვს რომელი პური უფრო უხდება.
შოკოლადის კექსი ალუბლის ჯემით
11:18 / 13-11-2017
ამ რეცეპტით მომზადებული კექსის გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ.
10 პოპულარული კერძი, რომელიც უბრალო ადამიანებმა მოიგონეს
12:56 / 11-11-2017
ყველაზე გემრიელი და პოპულარული კერძები ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიგონეს და არა მარტო დიასახლისებმა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
”გამასინჯე” - ოჯახში დამზადებული კერძების შეკვეთა და ჯანსაღი კვების სრულიად ახალი შესაძლებლობა
13:18 / 09-11-2017
დასაქმებული ადამიანისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი კვების რეჟიმი ის საკითხებია, რომლებიც მას ძალიან აწუხებს, თუმცა მის დაცვას, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, იშვიათად თუ ახერხებს.
რომელი მწვანილი რომელ კერძს უხდება (+ვიდეო)
12:50 / 09-11-2017
თუ კერძის გაკეთება გადაწყვიტეთ და არ იცით, რომელი მწვანილი უხდება, გაეცანით 10 სახეობის მწვანილს...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30