არომატული გლინტვეინის გარეშე ზამთარი წარმოუდგენელია - 5 საიდუმლო იდეალური გემოს მისაღებად
არომატული გლინტვეინის გარეშე ზამთარი წარმოუდგენელია - 5 საიდუმლო იდეალური გემოს მისაღებად
ცხელი გლინტვეინი ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რომლის გამოც ზამთარი მიყვარს. აბა, წარმოიდგინე, საახალწლოდ მორთული ქუჩები ღამით, სადაც ყველაფერი ბრჭყვინავს და ციმციმებს, კაფეებიდან საახალწლო მუსიკის ხმები ისმის, შენ კი საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად სეირნობ და გაყინულ თითებს - ცხელი, მათრობელა გლინტვეინის ჭიქა გითბობს. მას ყლუპ-ყლუპად, აუჩქარებლად სვამ და გრძნობ, როგორ იღვრება სხეულში სასიამოვნოდ ცხელი სითხე...
ან...
გარეთ თოვს. თეთრი ფანტელები სწრაფად და ქაოტურად ეშვება ქვემოთ, თითქოს გასწრობანას თამაშობენ. შენ კი სახლში ხარ... შუბლით ფანჯრის მინას მიყრდნობილი უყურებ თოვას, ხარბად ისუნთქავ ახალმოხარშული
გლინტვეინის სურნელს, რომელიც სამზარეულოდან გამოდის და მთელ სახლში ვრცელდება. ტელევიზორში კი საახალწლო ფილმი გადის...
გლინტვეინს განსაკუთრებული სურნელი აქვს, ბედნიერების სურნელი...

მისი მომზადება ჩემთვის ერთგვარი რიტუალია. მას აუჩქარებლად, სიამოვნებით ვამზადებ. დოზებს და ინგრედიენტების თანმიმდევრობას სწორად ვიცავ. სწორედ ამიტომ გამოდის ის განსაკუთრებული. ყველაზე მთავარი ამ ჯადოსნურ სასმელში - ღვინოა, რომელიც ხარისხიანი უნდა იყოს. გლინტვეინისთვის საუკეთესო - მშრალი, წითელი ღვინოა.
5 საიდუმლო იდეალური გლინტვეინისთვის


1. სწორად ვამატებთ სანელებლებს
გლინტვეინის მომზადებისას, ნუ იჩქარებ სანელებლების დამატებას დაფქული სახით. ინგრედიენტებმა ღვინოს თავისი არომატი უნდა შესძინოს და არ უნდა შეგიშალოს ხელი ამ სასმლისგან სიამოვნების მიღებაში.
2. ღვინო და ხილი ცალ-ცალკე
სასმელი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ღვინოს ერთ ჭურჭელში გააცხელებ, ხოლო ხილს და სანელებლებს - მეორეში (სანელებლებს ცოტაოდენი წყალი ან ფორთოხლის წვენი უნდა დაასხათ).
ბოლოს, ცხელ ღვინოს ბადეში გაწურული ხილისა და სანელებლების სიროფი უნდა შეურიო.
3. სწორად გააცხელე ღვინო
ნუ მიიყვან ღვინოს ადუღების პირას, რადგან ალკოჰოლი აორთქლდება, ხოლო სასმელი კომპოტს დაემსგავსება. გააცხელე ის ნელ ცეცხლზე, სანამ მსუბუქი ორთქლი არ გაჩნდება ზედაპირზე. ამის შემდეგ გადადი შემდეგ ეტაპზე - გაფილტრე.
4. გაფილტრე
არ დაგავიწყდეს გლინტვეინის ბადე-საწურში გატარება. ღვინო უფრო გამჭვირვალე გახდება და დანარჩენი ინგრედიენტები პირში არ მოგედება. ამას გარდა, გლინტვეინში დარჩენილ ციტრუსს შეუძლია მას გემო შეუცვალოს და სიმწარე მისცეს.
5. დალევის წესი
გლინტვეინის სუფრაზე მიტანას მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვს. ღვინის ბოკალი არ გამოდგება. თუ გლინტვეინის სპეციალური ჭიქები არ გაქვს, მაშინ მაღალი ჭიქები უნდა გამოიყენო. ეს განსაკუთრებულ კომფორტს შექმნის.
გლინტვეინის მრავალი ვარიაციიდან, ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივი და ძალიან გემრიელი რეცეპტი შევარჩიე.
გლინტვეინი ფორთოხლით

ინგრედიენტები:
ღვინო წითელი, მშრალი - "შავკაპიტო"1 ბოთლი  
ან "მუკუზანი" წითელი, ნახევრად ტკბილი  

1 დიდი ფორთოხალი
0,5 ფორთოხლის წვენი (ახალგამოწურული)
დარიჩინის ჩხირი 2 ღერი
ყავისფერი შაქარი 120 გრ (თუ არ გაქვთ, თეთრი)
მუსკატის კაკალი (დაფქული) მწიკვი

მომზადების წესი:

პატარა ქვაბში ჩაწურეთ ფორთოხალი, დაუმატეთ შაქარი და სანელებლები (დარიჩინის ჩხირი დაამტვრიეთ და ისე ჩაყარეთ). დადგით ნელ ცეცხლზე, 10-15 წუთის განმავლობაში.
ცალკე ქვაბში ჩაასხით ღვინო და და ისიც ნელ ცეცხლზე დადგით. როდესაც გაცხელდება, გაწურული ხილი და სანელებლები დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ წყალი (თუ ზედმეტად მაგარი მოგეჩვენებათ).

გაანაწილეთ ჭიქებში და გემრიელად მიირთვით!


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
10:59 / 27-10-2017
მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ციცქა, ტვიში, ქისი, კრახუნა თუ წინანდალი? ნახევრად ტკბილი წითელი თუ ნახევრად მშრალი თეთრი? ასორტიმენტი მრავალფეროვანია, არჩევანი კი თქვენზეა.
13:04 / 09-10-2017

დღეს აღარავინ დავობს, რომ ქართული ღვინო ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციულია. საოცარია მისი დაყენების წესიც.

14:44 / 24-07-2017
წითელი ღვინო კოსმეტიკური მიზნებისთვის? სერიოზულად? ეს ხომ სრული სიგიჟეა! ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს. აღმოჩნდა, რომ ღვინო მაცოცხლებელი ელექსირია, რომლის გამოყენებითაც კანის გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი.
15:22 / 04-04-2017
სანამ ერთ შეფუთვა ორცხობილას ბოლომდე შეჭამდეთ ან კიდევ ერთ ბოკალ ღვინოს დაისხამდეთ, დაფიქრდით იმის შესახებ, რომ საკვები მოქმედებს არა მხოლოდ თქვენს წონასა და ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენი კანის მდგომარეობაზე.
13:02 / 11-03-2017
შაბათის საღამო საუკეთესო მიზეზია ღვინის დასალევად. გარდა ამისა, ღვინო სამკურნალოცაა.
12:21 / 21-02-2017
კეთილშობილი სასმელები მძიმე სამუშაო დღის შემდეგ საღამოებს გვილამაზებს, ამასთან, საშუალებას გვაძლევს, სხეულის ფორმა შევინარჩუნოთ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა წონაში დასაკლებად.
13:29 / 30-12-2016
კარგი ღვინო, გემრიელ კერძებთან და კარგ კომპანიასთან ერთად, ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.
14:26 / 27-12-2016
ალკოჰოლის დიეტა უძველესი დროის დოკუმენტებშიც გვხვდება. მის შემქმნელად ინგლისის მეფე - ვილჰელმ დამპყრობელს მიიჩნევენ, რომელიც XI საუკუნეში ცხოვრობდა.
11:15 / 21-04-2016
ორი საოცარი ინგრედიენტის შერწყმის წყალობით მართლაც უნიკალურ სამკურნალო საშუალებას ვიღებთ და ეს ნაცადია!
13:52 / 20-12-2015
ვისკი საუერი - ლაქლაქა
თუ სუფთა ვისკის სვამს, არაუშავს, მაგრამ თუ გაზავებულს, ლაქლაქა და არაფრის მაქნისია. იგი ვისკის იმიჯის შესაქმნელად სვამს და არა გემოს გამო. თავს მოგაწონებთ კარგი მანქანით, მდიდრული ბინით, სხეულით... მაგრამ ლაქლაქა, ტრაბახა და არაფრის მაქნისი შეგრჩებათ ხელში.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რასთან ერთად არ უნდა ჭამოთ ყველი: 4 საშიში დუეტი
12:50 / 18-11-2017
ქართული სუფრა ყველის გარეშე წარმოუდგენელია.
როგორ ვიკვებოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:51 / 18-11-2017
ასტროლოგია ადამიანების ფსიქოტოპის შესწავლასთან ერთად მათ ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ განვითარებსაც სწავლობს.
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
13:16 / 17-11-2017
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
სინამდვილეში რამდენ ხანს უნდა ხარშოთ და როგორ უნდა შეინახოთ ნახევარფაბრიკატები?
12:42 / 15-11-2017
როცა ძალიან გვეჩქარება და ვერ ვასწრებთ შინ მომზადებას, ნახევარფაბრიკატები კარგი გამოსავალია.
სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“
11:33 / 15-11-2017
რომელი სახეობის ძეხვს რომელი პური უფრო უხდება.
შოკოლადის კექსი ალუბლის ჯემით
11:18 / 13-11-2017
ამ რეცეპტით მომზადებული კექსის გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ.
10 პოპულარული კერძი, რომელიც უბრალო ადამიანებმა მოიგონეს
12:56 / 11-11-2017
ყველაზე გემრიელი და პოპულარული კერძები ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიგონეს და არა მარტო დიასახლისებმა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
”გამასინჯე” - ოჯახში დამზადებული კერძების შეკვეთა და ჯანსაღი კვების სრულიად ახალი შესაძლებლობა
13:18 / 09-11-2017
დასაქმებული ადამიანისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი კვების რეჟიმი ის საკითხებია, რომლებიც მას ძალიან აწუხებს, თუმცა მის დაცვას, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, იშვიათად თუ ახერხებს.
რომელი მწვანილი რომელ კერძს უხდება (+ვიდეო)
12:50 / 09-11-2017
თუ კერძის გაკეთება გადაწყვიტეთ და არ იცით, რომელი მწვანილი უხდება, გაეცანით 10 სახეობის მწვანილს...
წაბლის გაფცქვნა გეზარებათ? - 3 უმარტივესი მეთოდი
11:20 / 08-11-2017
წაბლი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მეტად პოპულარული პროდუქტია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30