როგორ მივუსადაგოთ კერძები ღვინოს? რეკომენდაციები საახალწლო სუფრისთვის
როგორ მივუსადაგოთ კერძები ღვინოს? რეკომენდაციები საახალწლო სუფრისთვის
კარგი ღვინო, გემრიელ კერძებთან და კარგ კომპანიასთან ერთად, ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. თქვენ აუცილებლად მოგინდებათ, ასეთი შეხვედრა კიდევ გაიმეოროთ. ახალი წლის ღამე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რომლის დროსაც ოჯახის წევრები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, სუფრასთან შლიან და ახალი წლის მოსვლას ეგებებიან... ალბათ, დამეთანხმებით, რომ გემრიელი ალკოჰოლური სასმლის გარეშე ახალი წლის შეხვედრა წარმოუდგენელია.
არაფერი შეედრება ხარისხიან, არომატულ ღვინოს, რომელიც ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ღვინის დალევა ერთგვარი ხელოვნებაა. იმისათვის, რომ მისი არომატები ბოლომდე შეიგრძნოთ და სასმელმა მაქსიმალური სიამოვნება მოგანიჭოთ, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ...

ჩვენ სიამოვნებით მოგცემთ რჩევებს და რამდენიმე საიდუმლოსაც გაგიმხელთ.

ღვინისთვის მენიუს შერჩევის ძირითადი წესები
მიუხედავად ღვინის მრავალი სახეობისა, არსებობს ერთი მარტივი წესი: „რთული“ გემოს მქონე კერძებს - უბრალო ღვინო უნდა მიუსადაგოთ და პირიქით, დახვეწილ, მაღალი ხარისხის ღვინოსთან ერთად უნდა მიირთვათ ისეთი კერძები, რომელთაც არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული არომატი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუმრად მიდიხართ და არ იცით, რით გაგიმასპინძლდებიან, აირჩიეთ წითელი და თეთრი, მშრალი სუფრის ღვინო.
არსებობს კიდევ ერთი წესი: წითელ ღვინოს უხდება წითელი ხორცი, ხოლო თეთრს - თეთრი. ფაქტობრივად, ყველა სახეობის ღვინო ჰარმონიაშია ყველთან.

წითელი ღვინო


წითელ ღვინოს ძალიან უხდება ხორციანი, ცხარე კერძები, ყველის სხვადასხვა სახეობა და შემწვარი ხორცი. ის შეგიძლიათ მიირთვათ პიცასთან, მაკარონთან, ხილთან და კენკრასთან ერთად. მას ასევე უხდება სუში, ორაგული და კალმახი.

ცოტა რამ აკრძალვების შესახებ
არსებობს პროდუქტი, რომელთან ერთადაც არ უნდა მიირთვათ ღვინო, თუ არ გსურთ მისი არომატის დახშობა.
ეს არის კერძები, რომლებშიც მკაფიოდ იგრძნობა ძმარი. მაგალითად, სალათები.
კიდევ ერთი ტაბუ - კაკალია. გემოს რეცეპტორები მთლიანად გადაერთვება კაკლის გემოზე და პრაქტიკულად, სხვა აღარაფერზე მოახდენს რეაგირებას. მათ შორის - ღვინოზეც.
შეეცადეთ, არ მოწიოთ სიგარეტი, როდესაც ხელში ღვინის ბოკალი გიკავიათ. თამბაქოს ბოლი აბსოლუტურად არ უხდება ღვინის არომატს. ნიკოტინის გემო არ მოგცემთ საშუალებას, ღვინის არომატი შეიგრძნოთ.

თეთრი ღვინო


თეთრ ღვინოს ფაქტობრივად, ყველანაირი ზღვის პროდუქტი უხდება (ომარი, მიდიები, კალმარები და ა.შ.), თევზი, ხიზილალა, ფრინველისა და ხბოს ხორცი. ამას გარდა, თეთრი ღვინო იდეალურია უცხიმო ძეხვეულთან, სხვადასხვა სალათასთან და პირველ კერძებთანაც კი (რასაც, როგორც წესი, ღვინოს არ აყოლებენ).

ვარდისფერი ღვინო
ზღვის პროდუქტები, დესერტები, ცივი ხორცის სასუსნავები - ეს ვარდისფერი ღვინის სტიქიაა.

ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები
Image result
ყველაფერი ზემოთ თქმული სამართლიანია მშრალი ღვინისთვის. ტკბილი და ნახევრად ტკბილი სორტის ღვინის დალევა მიღებულია დესერტებთან, ხილთან, შოკოლადთან, ორცხობილასთან ერთად.

შამპანური
შამპანური, პრაქტიკულად, ნებისმიერ კერძთან შეგიძლიათ მიიტანოთ. სადღესასწაულო სუფრა ამ სასმლით იწყება. თავისთავად, შამპანური ხშირად ხდება დესერტის ნაწილი.

დაბოლოს
დაიმახსოვრეთ, ბოკალი თეთრი ღვინისთვის მხოლოდ 2/3-ზე უნდა აავსოთ, ხოლო წითელი ღვინის - ნახევრამდე.

დამდეგ ახალ-წელს გილოცავთ!

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
13:18 / 09-11-2017
დასაქმებული ადამიანისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი კვების რეჟიმი ის საკითხებია, რომლებიც მას ძალიან აწუხებს, თუმცა მის დაცვას, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, იშვიათად თუ ახერხებს.
10:59 / 27-10-2017
მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ციცქა, ტვიში, ქისი, კრახუნა თუ წინანდალი? ნახევრად ტკბილი წითელი თუ ნახევრად მშრალი თეთრი? ასორტიმენტი მრავალფეროვანია, არჩევანი კი თქვენზეა.
13:04 / 09-10-2017

დღეს აღარავინ დავობს, რომ ქართული ღვინო ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციულია. საოცარია მისი დაყენების წესიც.

13:43 / 04-08-2017
ჯეიმი ოლივერი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მზარეულია. ტელეგადაცემებმა მისი მონაწილეობით, მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო იმ გულწრფელობისა და ოსტატობის წყალობით, რომლითაც ის საკვების მომზადებას უდგება. მას ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტებისგან საოცარი კერძების მომზადება შეუძლია.
14:44 / 24-07-2017
წითელი ღვინო კოსმეტიკური მიზნებისთვის? სერიოზულად? ეს ხომ სრული სიგიჟეა! ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს. აღმოჩნდა, რომ ღვინო მაცოცხლებელი ელექსირია, რომლის გამოყენებითაც კანის გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი.
10:50 / 19-04-2017
სტატისტიკური კვლევა რომ ჩავატაროთ, ალბათ, ყველაზე მეტი სტუმარი ჩემს თანამშრომელს, ორმოცდარაღაცა წლის ნატოს მისდის სახლში, რომელიც სამსახურში თავისი განუმეორებელი კერძებითაა განთქმული.
15:22 / 04-04-2017
სანამ ერთ შეფუთვა ორცხობილას ბოლომდე შეჭამდეთ ან კიდევ ერთ ბოკალ ღვინოს დაისხამდეთ, დაფიქრდით იმის შესახებ, რომ საკვები მოქმედებს არა მხოლოდ თქვენს წონასა და ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენი კანის მდგომარეობაზე.
13:02 / 11-03-2017
შაბათის საღამო საუკეთესო მიზეზია ღვინის დასალევად. გარდა ამისა, ღვინო სამკურნალოცაა.
12:21 / 21-02-2017
კეთილშობილი სასმელები მძიმე სამუშაო დღის შემდეგ საღამოებს გვილამაზებს, ამასთან, საშუალებას გვაძლევს, სხეულის ფორმა შევინარჩუნოთ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა წონაში დასაკლებად.
12:54 / 03-01-2017
მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისები ირწმუნებიან, ოჯახს ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქვაბ "ოლივიეს" ვამყოფინებთო, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში - ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რასთან ერთად არ უნდა ჭამოთ ყველი: 4 საშიში დუეტი
12:50 / 18-11-2017
ქართული სუფრა ყველის გარეშე წარმოუდგენელია.
როგორ ვიკვებოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
11:51 / 18-11-2017
ასტროლოგია ადამიანების ფსიქოტოპის შესწავლასთან ერთად მათ ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ განვითარებსაც სწავლობს.
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
13:16 / 17-11-2017
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ კაფე "პიატოს"
სინამდვილეში რამდენ ხანს უნდა ხარშოთ და როგორ უნდა შეინახოთ ნახევარფაბრიკატები?
12:42 / 15-11-2017
როცა ძალიან გვეჩქარება და ვერ ვასწრებთ შინ მომზადებას, ნახევარფაბრიკატები კარგი გამოსავალია.
სამი მარტივი ბუტერბროდი იდეალური საუზმისთვის „ნიკორასგან“
11:33 / 15-11-2017
რომელი სახეობის ძეხვს რომელი პური უფრო უხდება.
შოკოლადის კექსი ალუბლის ჯემით
11:18 / 13-11-2017
ამ რეცეპტით მომზადებული კექსის გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ.
10 პოპულარული კერძი, რომელიც უბრალო ადამიანებმა მოიგონეს
12:56 / 11-11-2017
ყველაზე გემრიელი და პოპულარული კერძები ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიგონეს და არა მარტო დიასახლისებმა, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
”გამასინჯე” - ოჯახში დამზადებული კერძების შეკვეთა და ჯანსაღი კვების სრულიად ახალი შესაძლებლობა
13:18 / 09-11-2017
დასაქმებული ადამიანისთვის მოწესრიგებული და ჯანსაღი კვების რეჟიმი ის საკითხებია, რომლებიც მას ძალიან აწუხებს, თუმცა მის დაცვას, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, იშვიათად თუ ახერხებს.
რომელი მწვანილი რომელ კერძს უხდება (+ვიდეო)
12:50 / 09-11-2017
თუ კერძის გაკეთება გადაწყვიტეთ და არ იცით, რომელი მწვანილი უხდება, გაეცანით 10 სახეობის მწვანილს...
წაბლის გაფცქვნა გეზარებათ? - 3 უმარტივესი მეთოდი
11:20 / 08-11-2017
წაბლი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მეტად პოპულარული პროდუქტია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30