შესქელებული რძე ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სავაჭრო დახლებზე.
სპეციფიკური შეფუთვის გამო გარედან ვერაფრით გაიგებთ მის კონსისტენციას - შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ. არცერთი არ არის ნორმალური სისქე ამ პროდუქტისთვის. სისქის გარდა, მნიშვნელოვანია გემო და შემადგენლობა.
ნამდვილი შესქელებული რძე არ უნდა შეიცავდეს პალმის ზეთს, მცენარეულ ცხიმს, სინთეტიკურ საღებავებს, სახამებელს, პექტინს, რძის ცხიმის შემცვლელს. თუ რომელიმე ამ ინგრედიენტიდან მითითებულია პროდუქტის შემადგენლობაში, ის ნამდვილი შესქელებული რძე არ არის.
როგორ ამოვიცნოთ "ის ნამდვილი სგუშონკა"
პირველ რიგში, დააკვირდით სახელწოდებას. ნამდვილ პროდუქტს, რომელიც მართლაც ძროხის რძისგან არის დამზადებული, ყოველთვის ერთნაირად აწერია:
«Цельное сгущенное молоко с сахаром» - მოუხდელი შესქელებული რძე შაქრით
ან
«Сгущенные сливки с сахаром» - შესქელებული ნაღები შაქრით
ან
«Обезжиренное сгущенное молоко с сахаром» — მოხდილი შესქელებული რძე შაქრით.
და არაფერი მეტი. ეს არის — ГОСТ, ანუ სახელმწიფო სტანდარტი
დანაჩენი სახელწოდებები - «Молоко сгущенное», «Сгущенка», «Варенка», «Сгущенное молоко особое», «Сгущенка с сахаром», «Сгущенка и сливки», «Сгущенка вареная», «Сгущенное молоко диетическое» ან «Сгущеночка» —
მეტყველებს, რომ თქვენ არა ნამდვილ პროდუქტს, არამედ ჩვეულებრივ ტკბილ პასტას ყიდულობთ. გაგრძელება