გთავაზობთ ძალიან სასარგებლო სასმლის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
სტაფილო აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წმენდს ფილტვებს.
კოჭა (ჯანჯაფილი) ძალიან კარგია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ის შესანიშნავად ებრძვის გაციებას. ვაშლი კი ვიტამინების წყაროა.
ინგრედიენტები:
- სტაფილო 1 ცალი
- ლიმონის წვენი 1 ჩ/კ
- დარიჩინი მწიკვი
- ვაშლი 1 ცალი
- კოჭა 10 გრ
მომზადების წესი:
- გაფცქვენით ხილი და კოჭა და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააბლენდერეთ. შეგიძლიათ გაწუროთ და ისე დალიოთ ან დაუმატოთ 5 კუბი ყინული და გააკეთოთ "ფრეში".
გემრიელად მიირთვით!