20 შემთხვევა, როცა ძმარი შეუცვლელია

20 შემთხვევა, როცა ძმარი შეუცვლელია
ძმარი ყველა ოჯახში მოიძებნება, მისი გამოყენების უჩვეულო წესებს კი ჩვენ გასწავლით.
  1. მოგაშორებთ სარეველას. გადააზავეთ თანაბრად წყლით და მოასხურეთ მიწას.
  2. სამოსიდან ლაქების მოსაშორებლად გარეცხვამდე 10 წუთით ადრე ლაქას დაასხით ძმარი. გააჩერეთ 10 წუთი და გარეცხეთ.
  3. ანგინის დროს თბილ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და გამოივლეთ ყელში.
  4. დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ ძმრიანი წყალი (500 მლ წყალზე 1 ს/კ ძმარი). თმა ფაფუკი და დამყოლი გახდება.
  5. თუ ვარჯიშის შემდეგ კუნთები დაგეჭიმათ, ძმრის 20-წუთიანი კომპრესი გაიკეთეთ (1 ჭიქა
    წყალში გახსენით 2 ს/კ ძმარი).
  6. სამოსს რომ ფერი შეუნარჩუნოთ, სარეცხის მანქანაში 0,5 ჭიქა ძმარი დაუმატეთ.
  7. თუ შენობაში უსიამოვნო სუნი გაჩნდა, კუთხეები და ზედაპირები ძმარში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.
  8. ფუნჯიდან გამხმარ საღებავს მოაცილებთ, თუ მას ძმარში დაასველებთ.
  9. თუ ჭიანჭველები გაწუხებენ, მათი თავშეყრის ადგილზე ძმარი მოასხურეთ.
  10. სლოკინმა თუ შეგაწუხათ, ძმარში შაქრის ნატეხი დაასველეთ და მოწუწნეთ.
  11. წებოვანი ეტიკეტის მოსაცილებლად ღრუბელი ძმარში დაასველეთ და გაწმინდეთ. წებოვანი კვალი არ დარჩება.
  12. ჟანგის მოსაცილებლად რკინის ნივთები (ჭანჭიკები, ლურსმნები) წამოადუღეთ ძმარში და კარგად გარეცხეთ.
  13. კონტეინერები და უჯრები, სადაც საკვებს ინახავთ, პერიოდულად გაწმინდეთ ძმრით უსიამოვნო სუნისა და ობის საწინააღმდეგოდ.
  14. თუ ჩაიდანს ან ყავადანს ნადები გაუჩნდა, ჩაასხით მასში ძმარი და წამოადუღეთ.
  15. თუ წვნიანი გადაამლაშეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.
  16. ქრომირებული, პლასტიკატისა და მინის გაჭუჭყიანებული ნივთები ძმრიანი ჩვრით გაწმინდეთ.
  17. თაიგულს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ, თუ წყლიან ვაზაში, 1 ლიტრ წყალზე 2 ს/კ ძმარს დაუმატებთ.
  18. ფეხიდან სოკოს მოსაცილებლად ყოველდღიურად გაიკეთეთ 15-20-წუთიანი ძმრის აბაზანა (1:5).
  19. ხორცის დასარბილებლად და მწვადისთვის მარინადის მოსამზადებლად 2 ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი და სანელებლები.
  20. თუ სამზარეულოში მილები გაიჭედა, ჩაყარეთ 3/4 სოდა, დაასხით 1/2 ძმარი. 30 წუთის შემდეგ ჩაასხით მდუღარე წყალი. მილებში წყალი შეუფერხებლად გაივლის.

იხილეთ ასევე: 9 მეთოდი, თუ როგორ გამოვიყენოთ ამჟავებული რძე
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 2 /
ელიავა მზია
მე ვხმარობ ვასლის დმარს ვენები მაკვს გაგანიერებული და დალიან მსველის
17:23 / 29-04-2017
გამოხმაურება / 1 /
გულიკო ლაზვიაშვილი
როგორ ხმარობთ ვენებისთვის ვაშლის ძმარს?
03:40 / 06-04-2019
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93