მარილის გამოყენებას თავისი ნიუანსები აქვს და ისინი ზოგჯერ გამოცდილმა კულინარებმაც არ იციან.
1. თუ გსურთ, ხორციანი არომატული ბულიონი მიიღოთ, წყალში მარილი თავიდანვე ჩაყარეთ. ამგვარად მარილი ხორციდან არომატს აიღებს და ბულიონში გაუშვებს.
2. თუ გსურთ, ხორცი დარჩეს გემრიელი, მაშინ მოხარშვის ბოლოსკენ დაუმატეთ მარილი.
3. ბოსტნეულისა და თევზის კერძებს მარილი წამოდუღებისთანავე მოაყარეთ.
4. ბოსტნეულის სალათებს მარილი მოაყარეთ ზეთის მოსხმამდე.
5. ადუღებულ წყალში მარილი უნდა ჩაყაროთ მანამდე, სანამ მაკარონს ჩაყრით.
6. წყალი პელმენის, ხინკლისა და კლეცკებისთვის მათ ჩაყრამდე დაამარილეთ.
7. კარტოფილში მარილი დაუმატეთ წყლის ადუღებისთანავე.
8. შემწვან კარტოფილს მარილი უნდა მოაყაროთ შეწვის შემდეგ.
9. ბარდა, ოსპი და ლობიო მარილით შეანელეთ მოხარშვის დროს, როცა დარბილდება.
10. ხორცს შეწვის დროს მარილი მაშინ მოაყარეთ, როცა კანი დაებრაწება.
11. თევზს მარილი შეწვამდე 10-15 წუთით ადრე მოაყარეთ.
12. მწიკვი მარილი აუცილებლად დაუმატებთ ყველა კერძს, არა აქვს მნიშვნელობა, ნამცხვარს ამზადებთ თუ ტკბილ კრემს.
13. თუ წვნიანი გადაამლაშეთ, მარლის ტომსიკაში ჩაყარეთ ცოტა ბრინჯი და წვნიანის ქვაბში ჩაუშვით 5-7 წუთით. ბრინჯი ზედმეტ მარილს შეიწოვს.